Jobs.GE



დასახელება: ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ვითიბი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ

სს "ვითიბი ბანკი ჯორჯია" აცხადებს კონკურსს ციფრული ბანკინგის განვითარების და გაყიდვების მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ბანკის ციფრული და სხვა დისტანციური მომსახურების არხების განვითარება:
** არხების აქტიური მომხმარებლების რაოდენობის ზრდა
** არხებში შესრულებული ტრანზაქციების რაოდენობის და მოცულობების ზრდა
** არხებიდან შემოსული საკომისიო და სხვა შემოსავლების ზრდა
** ბანკის ციფრულ და სხვა დისტანციურ არხებში საბანკო პროდუქტების გაყიდვების ზრდა
** არხებში გაყიდვების შესაძლობლობების დანერგვა და განვითარება
** პროდუქტების განაცხადების გამარტივება-ოპტიმიზაცია
** დისტანციურად მოთხოვნილი/გაყიდული პროდუქტების წილის ზრდა
** ქართულ ბაზარზე არსებული კონკურენტული პროდუქტებსა და მომსახურებებზე შედარებითი ანალიზების მომზადება
** არხების განვითარებისთვის იდეების გენერაცია და შესაბამის ცვლილებებზე და განახლებებზე დავალებების ინიცირება
** ციფრული ბანკინგის მსოფლიო ტრენდების თვალყური და საინტერესო თემების/მოვლენების გაზიარება გუნდისთვის
** ციფრული ბანკინგის პოპულარიზაციაზე მიმართული მარკეტინგული და სამოტივაციო აქტივობების ინიცირება
** ყოველ კვირეული რეპორტების მომზადება და წარდგენა გუნდისთვის და ტოპ მენეჯმენტისთვის

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მაგისტრის წოდება მენეჯმენტის, მარკეტინგის, ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით (სასურველია)
** სამუშაო გამოცდილება საბანკო ან ტექნოლოგიური მომსახურების სფეროში მინ. 2 წელი
** სამუშაო გამოცდილება პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით მინ. 2 წელი
** სამუშაო გამოცდილება ციფრული საფინანსო პროდუქტების განვითარების ან/და გაყიდვების მიმართულებით (სასურველია)
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა
** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა

უნარები:

** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კრიტიკული და კრეატიული აზროვნების უნარი
** დამოუკიდებელი და გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** დროის მართვის უნარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით შეავსოთ განაცხადის ფორმა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი