Jobs.GE



დასახელება: ბიზნეს კონსულტანტი
მომწოდებელი: ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია PMO
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

"ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია - PMO" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს კონსულტანტის თანამდებობაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბიზნეს საკონსულტაციო პროექტების მართვა;
** ბიზნეს საკონსულტაციო პროექტებში ინფორმაციის და მონაცემების შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და ინტერპრეტაცია;
** კლიენტთან შეხვედრა, ინფორმაციის გამოთხოვა და შემდგომი კომუნიკაცია საჭიროებისამებრ;
** ანგარიშის, პროექტის შედეგების პრეზენტაცია;
** გუნდის სხვა წევრებთან ერთად სამუშაო პროცესში აქტიური მონაწილეობა, გამოწვევების იდენტიფიცირება და გადაწყვეტის გზების ძიება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირების ან სხვა მონათესავე სპეციალობით;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილად ცოდნა;
** ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე ცოდნა, სასურველია რუსული ენის ცოდნაც;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე გამართულად წერის უნარი;
** მუშაობის არანაკლებ ორ წლიანი გამოცდილება, მათ შორის მსგავს პოზიციაზე.

პიროვნული და სხვა უნარ-ჩვევები:

** სხარტი აზროვნება, მონაცემების შეგროვების, სისტემატიზაციის, დამუშავების და ინტერპრეტირების ანალიტიკური უნარები;
** ფართო ცოდნა ბიზნესის მართვისთვის საჭირო სფეროებში, მაგ. ინფორმაციული ტექნოლოგიები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსები და ა.შ.;
** პრობლემის გადაჭრის და კრეატიული აზროვნების უნარი;
** გამორჩეული კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს ეფექტური დაგეგმვის უნარი;
** თვითგანვითარების უნარი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე მისამართზე: contact@pmo.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ტესტირებაზე და გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი