Jobs.GE



დასახელება: მერჩენდაიზერი
მომწოდებელი: საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

შპს "საქართველოს დისტრიბუცია და ლოგისტიკა" (ყოფილი შპს "თელიანი თრეიდინგი") აცხადებს ვაკანსიას მერჩენდაიზერის პოზიციაზე თბილისში.

სამუშაო გრაფიკი: სრული.

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობიდან პროდუქციის გამოტანა და თაროებზე განთავსება;
** მოწოდებული პლანოგრამით პროდუქციის წარმოჩენაზე ზრუნვა;
** პროდუქციის ფასის და ვადების კონტროლი;
** სარეკლამო მასალების ეფექტური გამოყენება;
** პროდუქციის ვარგისიანობის კონტროლი;
** რეპორტინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ასაკი: 18-29 წ.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება მერჩენდაიზინგის, მაღაზიის კონსულტანტის, გაყიდვების ან/და მარკეტინგის მიმართულებით;
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (Microsoft Office).

პიროვნული თვისებები და უნარები:

** სწრაფი ათვისების და ადაპტაციის უნარი
** მიზანდასახულობა
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის და დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** ენერგიულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@gdl.ge და ელ. ფოსტის სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი