Jobs.GE



დასახელება: ლითონის ნაკეთობების ამწყობი/მემონტაჟე
მომწოდებელი: გარდი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

შპს "გარდი" - ლითონის ნაკეთობების საწარმო აცხადებს ვაკანსიას ლითონის ნაკეთობების ამწყობი/მემონტაჟის პოზიციაზე.

მოვალეობები: სხვადასხვა საწარმოო პროცესებში მონაწილეობა.

მოთხოვნები:

** ხელმარჯვეობა, შრომისმოყვარეობა, სისხარტე და ენერგიულობა.
** გამოცდილება: სასურველია შემდუღებლის ან/და სხვასადსხვა დაზგებთან და ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.
** სქესი: მამრობითი
** ასაკი: 22-55

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი. 10:00 - 19:00 (შესვენება 15:00-16:00) (შესაძლებელია ინდივიდუალური გრაფიკის განხილვა)
მდებარეობა: თბილისი, კაიროს ქუჩა.
ანაზღაურების დიაპაზონი: 900-დან 1500 ლარამდე.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ CV ფოტოსურათით ელ. ფოსტაზე: hr@gardi.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი