Jobs.GE



დასახელება: მერჩენდაიზერი - ბათუმი
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 20 სექ

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას. 

შემოუერთდი ჩვენს გუნდს - ჩვენ ვეძებთ ენერგიულ და მოტივირებულ კანდიდატებს მერჩენდაიზერის თანამდებობაზე. 

სამუშაო ადგილი:  ბათუმი.

რა უნდა გავაკეთო? 

** სავაჭრო წერტილებში პროდუქციის სწორი მარაგის უზრუნველყოფა; პროდუქციის დროულად და მუდმივად წარმოჩენის გაუმჯობესება.
** თაროებზე საქონლის დალაგება წინასწარ შედგენილი გეგმის მიხედვით.
** კომპანიის კომერციული პოლიტიკის და ასევე სავაჭრო ობიექტებთან თანამშრომლობის პირობების მკაცრად დაცვა.
** სარეკლამო სტენდების, პალეტების და სხვა აღჭურვილობის სავაჭრო წარმომადგენელთან მიღწეული შეთანხმებების და დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად განლაგება. 
** პროდუქციის ქვეშ ფასების სწორად განლაგების უზრუნველყოფა, ასევე თაროებზე კომპანიის სარეკლამო მასალების მეშვეობით მისი პროდუქციის წარმოჩენა.
** შემკვეთის სტანდარტების შესაბამისად პროდუქციის ასორტიმენტის არსებობის კონტროლი და საჭიროებისამებრ შევსება/განახლება.

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** სასურველია გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით
** კარგი კომუნიკაციის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირება და მობილიზებულობა
** ენერგიულობა, ინიციატივის წარმოჩენა. 

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, 2018 წლის 20 სექტემბრამდე გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, მისამართზე: career.caucasus@pepsico.com და მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება ელ-ფოსტის სათაურის ველში. 



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი