Jobs.GE



დასახელება: ბარმენი
მომწოდებელი: ჭრელი აბანო
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

შპს "ჭრელი აბანო" აცხადებს ვაკანსიას ბარმენის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: თბილისი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სასმელის შეკვეთის მიღება და/ან მიმტანის მიერ აღებული შეკვეთის სწრაფად და ხარისხიანად მომზადება;
** სტუმრებისათვის ანგარიშის მომზადება და ნაღდი, თუ უნაღდო სალარო ოპერაციების წარმოება კომპანიის პროცესების შესაბამისად;
** ბარის მარაგების შევსება სასმლით და სხვა საჭირო ინვენტარით;
** ბარის ინვენტარის გაფრთხილება, არეალის დასუფთავება და შესაბამისი სტანდარტების დაცვა;
** ბარში წარმოდგენილი პროდუქციის სრულყოფილად ცოდნა;
** გასიყიდი პროდუქციის სათანადოდ განლაგება და შესაბამისი შენახვის წესების დაცვა;
** ბარში და მიმდებარე ტერიტორიაზე ჰიგიენურ-სანიტარული ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მუშაობის გამოცდილება;
** შესაბამისი სერტიფიკატი და/ან ტრენინგზე დასწრების ცნობა;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** თავაზიანობა;
** შრომისმოყვარეობა და მოტივირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კეთილსინდისიერება;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაინტერესდით აღნიშნული პოზიციით და აკმაყოფილებთ შესაბამის მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: jaba.mamatsashvili@gmail.com. გთხოვთ, ელ. ფოსტის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით განაცხადს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი