Jobs.GE



დასახელება: მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერი
მომწოდებელი: მარშე
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

კვების პროდუქტების მოწინავე მწარმოებელი კომპანია "მარშე" აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიციაზე.

მარკეტინგული კომუნიკაციების მენეჯერის პოზიცია პირდაპირ ექვემდებარება გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორს.

არსებითი მოვალეობები მოიცავს:

** "მარშე" მარკეტინგული სტრატეგიისა და მისიის შემუშავებაში აქტიური მონაწილეობა და შემუშავებული სტრატეგიის აღსრულებაზე პასუხისმგებლობა;
** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდთან ერთად წარმატების საზომი საშუალებების შემუშავება, დანერგვა და ყოველდღიურ საქმიანობაში გამოყენება;
** "მარშე" - სათვის ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება (ახალი პროდუქტის გაშვება, სადეგუსტაციო აქტივობები და ა.შ);
** გაყიდვების მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავება და მართვა, გაყიდვების გუნდის ხელშეწყობა საველე ღონისძიებებისა და აქტივობების დაგეგმვა მართვაში მთელი საქართველოს მასშტაბით;
** კონკურენტთა აქტივობების მონიტორინგი და მომხმარებელთა ტრენდებზე თვალყურის მუდვმივი დევნა;
** სხვადასხვა ორგანიზაციებთან პარტნიორული ურთიერთობების შესაძლებლობების იდენტიფიცირება, ჩამოყალიბება და მართვა;
** მომიჯნავე, მეგობრული ინდუსტრიებიდან კოლაბორაციის შესაძლებლობების იდენტიფიცირება და ინიცირება;
** კომპანიის მიერ ინიცირებული ღონისძიებებისა და აქტივობების სრული მასშტაბით მართვა, დაწყებული ღონისძიებამდელი მოსამზადებელი სამუშაოებით, ადგილის ინსპექტირებით, შესაბამისი შეხვედებით, საოპერაციო გეგმებით, სახელმწიფოსგან ნებართვის მოპოვებით (სადაც საჭიროა), მფლობელებთან მოლაპარაკებების წარმოებით.
** პროცესების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა ბიუჯეტის გაწერის, გახარჯვის ანგარიშგების გზით.
** ღონისძიებებისა და აქტივობების ინვენტარის კოორდინირება. საჭიროებისამებრ, ინვენტარის დროული შეკეთების, გამოცვლის, შეძენის უზრუნველყოფა.
** ეფექტური კომუნიკაციის წარმოება, როგორც კომპანიის შიდა ჯგუფებთან, ისე კომპანიის გარეთ - პარტნიორებთან, მომწოდებლებთან, სააგენტოებთან და ა.შ, ერთანი მიზნების ეფექტურად მიღწევის მიზნით.
** მარკეტინგული კომუნიკაციების პროექტის შექმნა და მართვა.
** კონტენტის შექმნა, განვითარება და მართვა კომპანიის ყველა საკომუნიკაციო არხის საშუალებით.
** სავაჭრო მარკეტინგისათვის (Trade Marketing) სხვადასხვა ინიციატივების გამოთქმა და მათი მართვა.

იდეალური კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

** უმაღლესი განათლება გაყიდვებისა ან/და მარკეტინგის მიმართულებით (სასურველია, წამყვანი ბიზნეს სკოლიდან);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1წლიანი გამოცდილება;
** პროაქტიული, ორგანიზებული და მოტივირებულობა;
** პროექტების მართვის ცოდნა/გამოცდილება;
** ღონისძიებების ინიცირებისა და მართვის გამოცდილება;
** ბიზნეს ალღო (business acumen);
** კარგად განვითარებული ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები;
** როგორც ვერბალური, ისე წერითი კომუნიკაციის მაღალი კულტურა;
** კარგად განვითარებული წარმოსახვის უნარი - ჩარჩოებს მიღმა აზროვნების უნარი;
** ქართული საცალო გაყიდვების ბაზრის სიღრმისეული ცოდნა და ინფორმირებულობა წარმოებული კვების პროდუქტების დარგში;
** ერთდროულად რამოდენიმე პროექტზე მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** საუკეთესო, მეგობრულ და მაღალპროფესიონალურ გუნდს;
** კარგ სამუშაო გარემოს, როგორც საკუთარი შესაძლებლობების, ისე გუნდის განვითარებისათვის;
** ლოიალურ და თანამდგომ მენეჯმენტს;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას.

თუ ფიქრობთ, რომ აკმაყოფილებთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს და გაქვთ სურვილი შემოუერთდეთ ჩვენს პროფესიონალურ გუნდს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@marshe.ge არაუგვიანეს 28 სექტემბრისა და სათაურის ველში (subject line) მიუთითოთ "MCM", წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა შესაძლოა არ იქნას განხილული.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი