Jobs.GE



დასახელება: ავტოსერვისის ხელოსანი, მექანიკოსი, ელექტრიკოსი
მომწოდებელი: ამბოლი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

"ამბოლი" დაარსდა 2003 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში ავტონაწილებისა და საბურავების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: http://www.amboli.ge | http://www.facebook.com/amboli.ge

კომპანია "ამბოლი" აცხადებს ვაკანსიას ავტოსერვისის ხელოსნის, მექანიკოსის ან ელექტრიკოსის პოზიციაზე.

სასურველია შესაბამისი გამოცდილების ქონა.

ძირითადი მოვალეობები:

** სამუხრუჭე ხუნდების შეცვლა;
** სავალი ნაწილის შეკეთება;
** ძრავის ზეთის შეცვლა;
** აკუმულატორის შეცვლა.

აუცილებელი უნარები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** პუნქტუალურობა;
** მოწესრიგებულობა;
** დისციპლინირებულობა.

სამუშაო პირობები: სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 სამუშაო დღე;

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი, 2018 წ.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, CV ან შევსებული სააპლიკაციო ფორმა (იხილეთ დანართი) გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@amboli.ge და წერილის სათაურში (subject) აუცილებლად მიუთითეთ იმ პოზიციის დასახელება, რომელზეც აგზავნით CV-ს ან სააპლიკაციო ფორმას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი