Jobs.GE



დასახელება: ბუღალტერიის ინდივიდუალური კურსი
მომწოდებელი: Account Service
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

"Account Service" გთავაზობთ ფინანსური აღრიცხვის (ბუღალტერიის) შემსწავლელ სალექციო კურსს.

კომპანია ემსახურება მოკლე ვადაში ისეთი კადრების მომზადებას, რომლებიც შეძლებენ იოლად მოახდინონ ადაპტაცია კონკურენტულ შრომით ბაზარზე და ამასთან იყვნენ უზრუნველყოფილი შესარჩევ ეტაპებთან და პროფესიულ გამოცდებთან დაკავშირებული უნარებითა და ტექნიკით.

სალექციო კურსი ეფუძნება ინდივიდუალური სწავლების მეთოდს.
ჯგუფში სტუდენტების რაოდენობა - 1 ან 2 სტუდენტი.

სასწავლო თემატიკა: ფინანსური აღრიცხვის თეორია, პრაქტიკული ამოცანები, საგადასახადო კოდექსის არსებითი ასპექტები, პროგრამა "ორის ბუღალტერია".

კურსის ხანგრძლივობა:

** 3 თვე, კვირაში 2-ჯერ
** ინტენსიური 2,5 თვე, კვირაში 3-ჯერ.

სწავლების ხანგრძლივობა: 50 საათი.
სწავლის ღირებულება: 2 სტუდენტი ჯგუფში - 450 ლარი; ინდივიდუალური მომზადება - 600 ლარი.
თანხის ნახევრის გადახდა ხდება კურსის დაწყებამდე.

კურსს გაუძღვება პრაქტიკოსი, ბაფის მიერ აღიარებული მთავარი სპეციალისტი.
კურსის დამთავრებისას ჩატარდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდა, გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი.

მსურველების გრაფიკის შეთანხმება და ჯგუფებში რეგისტრაცია ხდება ელ ფოსტის საშუალებით.

მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზირი 47
მეილი: accs7777@gmail.com

საბანკო რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი: სს "საქართველოს ბანკი"
ანგარიშის ნომერი: GE43BG0000000100770620



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი