Jobs.GE



დასახელება: კორპორატიული გაყიდვების უფროსი სპეციალისტი
მომწოდებელი: ვან სმარტ სტარი
გამოქვეყნდა: 14 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

"One Smart Star - Georgia" (www.ossn.ge) არის საერთაშორისო საკომუნიკაციო კომპანია "One Smart Star International"-ის (www.onesmartstar.com) ადგილობრივი წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია კორპორატიულ კლიენტებს სთავაზობს ახალი თაობის, ინოვაციურ საკომუნიკაციო პროდუქტს - ფიფქიან ნომერს და მასზე მიბმულ საკომუნიკაციო აპლიკაციას სმარტფონებისათვის (Visual IVR). ფიფქიანი ნომრები გამოიყენება დიდი და საშუალო ზომის კომპანიების ქოლ ცენტრებისა და ცხელი ხაზებისათვის. საქართველოში ფიფქიანი ნომრით უკვე სარგებლობენ მსხვილი ბანკები, სადაზღვევო კომპანიები, ბენზინგასამართი სადგურების მფლობელი ბრენდები და სხვა დიდი კორპორაციები.

"ო.ს.ს. ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების უფროსი სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს აღწერილობა: 

** პოტენციური კლიენტების გამოვლენა (ბაზრის მუდმივი მონიტორინგისა და კვლევის საშუალებით);
** პოტენციური კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
** პოტენციური კლიენტებისათვის პრეზენტაციების დაგეგმვა და შეთავაზებების მომზადება;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებებისა და ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** არსებული კლიენტების მონაცემთა ბაზის განახლება და მართვა;
** კომპანიის მომსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე არსებული კლიენტების კონსულტირება და დახმარება.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მარკეტინგის სფეროში); 
** კორპორატიული გაყიდვების პოზიციაზე არანაკლებ 2 წლიანი მუშაობის გამოცდილება (სასურველია საკომუნიკაციო კომპანიაში მუშაობის გამოცდილება);
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (MS Office);
** ოფიციალურ დოკუმენტების (მათ შორის შეთავაზებების) მაღალი სტანდარტით მომზადების უნარი, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე; 
** მარკეტინგული კომუნიკაციების ცოდნა
** პრეზენტაციის ეფექტურად მომზადებისა და ჩატარების უნარი.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა
** ორგანიზებულობა და ოპერატიულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

კორპორატიული გაყიდვების სპეციალისტის თანამდებობაზე გათვალისწინებულია როგორც ფიქსირებული, ასევე პრემიალური (ბონუსური) სახელფასო ანაზღაურება. 

დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც სრულად აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ინგლისურ ენაზე, ელ. მისამართზე: ossgeorgia@client.jobs.ge 2018 წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით. სათაურის ველში მიუთითეთ "Senior Corporate Sales Specialist".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი