Jobs.GE



დასახელება: ტექნიკური სპეციალისტი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სპეციალისტის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** საბანკო და სავაჭრო ტექნიკის (ბანკნოტების სათვლელი მანქანა, ხურდა ფულის მასორტირებელი მანქანა, შტრიხკოდის წამკითხველი სკანერი, სასწორი, თერმული პრინტერი და ა.შ) შეკეთება;
** სხვადასხვა ელ. ტექნიკისთვის საჭირო პროგრამული უზრუნველყოფის მოძიება, ინსტალაცია, ოპტიმიზაცია და პარამეტრების კონფიგურაცია;
** ელ. ტექნიკის მოწყობილობების ტესტირება, დიაგნოსტიკა, დაზიანებული დეტალების/მოწყონილობების გამოვლენა და რემონტი ან/და შეცვლა;
** ობიექტებზე (მათ შორის რეგიონებშიც) არსებული სხვადასხვა ტექნიკის სასერვისო მომსახურების გაწევა;
** დეტალური ანგარიშგება შესრულებულ სამუშაოებზე;

მოთხოვნები:

** განათლება: უმაღლესი, სასურველია ელექტრონული ინჟინერიის, ფიზიკის, მექანიკა-მათემატიკის, ინფორმატიკის, მართვის სისტემების ან კომპიუტერული მეცნიერებების განხრით.
** საკუთარი ავტომობილი, მართვის მოწმობა და მართვის გამოცდილება;
** ანალიტიკური აზროვნება;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** ინგლისური და რუსული ენების ტექნიკურ დონეზე ცოდნა.
** არამწეველი;

პირობები:

** ანაზღაურება გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად:
** გამოსაცდელი ვადა 1 თვე, გამოსაცდელ პერიოდში ანაზღაურება: 400 ლარი.

დაინტერესების შემთხვევაში გამოგზავნეთ რეზიუმე მისამართზე: a.chipashvili@softmaster.ge. რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ დადებითად განხილულ კანდიდატებთან. შერჩეული კანდიდატები გაივლიან ტესტირებას.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი