Jobs.GE



დასახელება: პროგრამული პროდუქტების ტრენერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ პროგრამული პროდუქტების ტრენერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

** თანამშრომლებისათვის კომპანიაში არსებული პროგრამული პროდუქტების სწავლება;
** თამანშრომლებისათვის კონსულტაციის გაწევა პროგრამული პროდუქტების გამოყენებაში;
** პროგრამული პროდუქტების სამომხმარებლო ინსტრუქციის დაწერა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: ბაკალავრის ხარისხი სოციალურ მეცნიერებებში, ბიზნეს ადმინისტრირებაში, ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 600-800 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პროგრამული პროდუქტების ტრენერი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი