Jobs.GE



დასახელება: პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას პროცესებისა და მეთოდოლოგიის განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 20 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** კომპანიაში მიმდინარე პროცესების იდენტიფიკაცია;
** პროცესის განვითარების მიზნით ბიზნეს მოთხოვნების მოგროვება და დოკუმენტირება;
** პროცესების მოდელირება და ანალიზი მათი განვითარების, ავტომატიზაციის შესაძლებლობების გამოვლენისა და საბოლოო გამოყენების მდგომარეობამდე მიყვანის მიზნით;
** ინფორმაციის და ტრენდების კვლევა პროცესების რეალური შედეგების დაგეგმილთან შესაბამისობის გამოვლენის მიზნით;
** გამოვლენილი შეუსაბამობებისა და პრობლემების ხელმძღვანელობისთვის შეტყობინება;
** კომპანიაში მიმდინარე პროცესების მეთოდოლოგიური დოკუმენტებით დარეგულირება;
** მონაცემების ანალიზი პროცესების ეფექტურობის ამაღლების მიზნით.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** დაკრედიტების პროცესისა და მასთან დაკავშირებული ნიუანსების ზედმიწევნით კარგად ცოდნა;
** პროცესების განვითარების ან პროცეს აუდიტთან მუშაობის გამოცდილება;
** ფინანსური ორგანიზაციის პროცესების კარგად ცოდნა;
** საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა;
** სასურველია პროგრამა Visio-ს ცოდნა.

აუცილებელი უნარ-ჩვევები და პიროვნული მახასიათებლები:

** კრიტიკულად აზროვნების უნარი;
** პროცესის მკაფიოდ გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
** კარგი წერითი უნარი;
** ინფორმაციის მოძიების უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** საკუთარი მოსაზრების ნათლად და არგუმენტირებულად ფორმულირების უნარი;
** პრეზენტაციის კარგი უნარი;
** რამდენიმე საკითხზე პარალელურად მუშაობის უნარი;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შემოქმედებითი მიდგომა საქმისადმი;
** ანალიტიკური აზროვნება;
** გუნდურობა;
** კომუნიკაბელურობა;
** კოლეგიალობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 28 სექტემბერს 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი