Jobs.GE



დასახელება: პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

"ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის!" აცხადებს ვაკანსიას პროგრამული მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი, სათავო ოფისი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრიატი/მაგისტრი) სასურველია ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში;
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** Web service- ების ცოდნა;
** HTML/Web ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პროგრამული ტექნოლოგიების საბაზისო ცოდნა;
** JavaScript, jQuery;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა;
** საოფისე პროგრამების (Excel, Word) მაღალ დონეზე ცოდნა.

ძირითადი მოვალეობები:


** საპროცესინგო პროგრამების კონფიგურაციის ცვლილება განყოფილებაში შემოსული ახალი მოთხოვნის შესაბამისად;
** ინცინდეტების აღმოჩენის შემთხვევაში პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელთან კონსულტაციების წარმოება, პრობლემის ჩამოყალიბება (საჭიროების შემთხვევაში) და დაფიქსირება;
** მომხარებელების სისტემებში დამატება, გაწერა, წაშლა მოთხოვნების შესაბამისად;
** ბანკომატებში ახალი ფუნქცინალის დამატებისთვის საჭირო სცენარების ცვლილება, დამატება და განახლება;
** თვით-მომსახურე ტერმინალების ფუნქციონალის ცვლილება, დამატება და განახლება;
** სისტემების ვერსიების პერიოდული განახლება;
** პროგრამული უზრუნველყოფის კონფიგურაცია მომწოდებლების რეკომენდირებული სტანდარტების მიხედვით
** ბანკის საინფორმაციო უსაფრთხოების პოლიტკის მოთხოვნების შესრულება და შესაბამისი პროცედურებით ქმედება.
** პროგრამული ლოგების ყოველდღიური მონიტორინგი პრობლემების პრევენციის და დროულად აღმოჩენის მიზნით;
** საერთაშორისო საგადამხდელო სისტემების მოთხოვენბის შესაბამისად პროგრამული უზრუნველყოფის პერიოდული განახლება.
** ზედმიწევნით დაიცვას და შეასრულოს დასაქმებულის საქმიანობასთან დაკავშირებული მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები, ბანკის შიდა ინსტრუქციები, ბანკის კორპორატიული სახელმძღვანელო და კორპორატიული ქცევის ნორმები, ბანკის სხვა შიდანორმატიული დოკუმენტები ან/და ხელმძღვანელის ზეპირი თუ წერილობითი (მათ შორის ელექტრონული ფორმით განხორციელებული) მითითებ(ებ)ი;
** სისტემატურად ადევნოს თვალყური და დეტალურად გაეცნოს ბანკის შესაბამის შიდანორმატიულ დოკუმენტებს ან/და ცვლილებებს ამ დოკუმენტებში, ** საქმის კურსში იყოს მის საქმიანობასთან დაკავშირებული სიახლეების თაობაზე;
** ზემოთ ჩამოთვლილი მოვალეობების მოვალეობ(ებ)ის სრულყოფილად შესრულების მიზნით, შეასრულოს ხელმძღვანელისგან მიღებული დავალებები;

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** შრომისმოყვარე;
** სიახლეებზე ორიენტირებული;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი
** ტექნიკური აზროვნება;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პრობლემაზე კონცენტრაციის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

"ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი