Jobs.GE



დასახელება: ზარალების რეგულირების მომსახურების მენეჯერი
მომწოდებელი: ირაო
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი პოზიციების მქონე კომპანიაა. "ირაო" ახორციელებს თავის საქმიანობას 2004 წლიდან, ხოლო 2007 წლიდან "ირაოს" სრულუფლებიან დამფუძნებელს და პარტნიორს წარმოადგენს Vienna Insurance Group (ვენის სადაზღვევო ჯგუფი), რომელსაც გააჩნია ფართო საფინანსო ქსელი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

სს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია "ირაო" აცხადებს ვაკანსიას ზარალების რეგულირების მომსახურების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** შემთხვევის დადგომის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, შემთხვევის ადგილზე გამოცხადება;
** კლიენტის მომსახურება ზარალის დადგომიდან, მის დარეგულირებამდე;
** საბუთბრუნვის ორგანიზება;
** შემთხვევასთან დაკავშირებული გარემოებების დაფიქსირება და პირველადი შეფასება;
** ზიანის ოდენობის გაანგარიშებაში მონაწილეობის მიღება;
** ზარალის რეგულირების ვადების დადგენა და დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ავტოტრანსპორტის ტექნიკური ცოდნა;
** უმაღლესი განათლება, სასურველია ტექნიკური;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** B კატეგორიის მართვის მოწმობა;

კანდიდატს უნდა გააჩნდეს შემდეგი პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალურობა;
** სანდოობა;
** შრომისმოყვარეობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებულობა, ორგანიზებულობა;
** კომუნიკაბელურობა და აქტიურობა;
** კლიენტზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ შევსებული CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@irao.ge და წერილის სათაურში გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 28 სექტემბერი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი