Jobs.GE



დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბიბლუსი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 5 ოქტ

წიგნების მაღაზიათა ქსელი "ბიბლუსი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

კომპანიის არსებობის თითქმის 10 წლის მანძილზე "ბიბლუსმა" შექმნა საქართველოში საგამომცემლო პროდუქტების ყველაზე ფართო სავაჭრო ქსელი. დღეისათვის ქსელი მოიცავს 58 ფილიალს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბიბლუსის ამოცანაა შექმნას "უნიკალური გარემო" მომხმარებელთათვის, რომელიც დაკავშირებული იქნება არჩევანის, პროდუქციის და მომსახურების საუკეთესო ხარისხთან. კომპანიის ყველა თანამშრომელს ერთი მიზანი აერთიანებს: ბრენდის დანაპირები შეუსრულოს მომხმარებელს, გახადოს წიგნი ხელმისაწვდომი საქართველოს ყველა კუთხეში და კიდევ უფრო მეტად შეაყვაროს ადამიანებს კითხვა.

დაინტერესებული პირები ვაკანსიის ტექსტის გასაცნობად და რეზიუმეს ასატვირთად გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: http://hr.palitra.ge/vacancy/0xaaa9005056a2625311e8b68074b0125e ან გამოგვიგზავნეთ მეილზე: vacancy@biblusi.ge

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 5 ოქტომბერი.

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი