Jobs.GE



დასახელება: ქოფირაითერი
მომწოდებელი: თიბისი დაზღვევა
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

სს "თიბისი დაზღვევა" სთავაზობს დაზღვევის ფართო სპექტრს, როგორც საცალო, ისე კორპორატიული სეგმენტის მომხმარებელს.

"თიბისი დაზღვევის" მუშაობის მთავარ პრინციპებს წარმოადგენს: მომსახურების მაღალი ხარისხი, ინოვაციური პროდუქტები და მომხმარებლისადმი ინდივიდუალური მიდგომა.

სს "თიბისი დაზღვევა" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე ინოვაციურ სადაზღვევო კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას.
** კარიერის განვითარების შესაძლებლობა;
** იმუშავებთ განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდთან ერთად.

ძირითადი მოვალეობები:

** ეფექტური და მომხმარებლისთვის საინტერესო ვებ კონტენტის შექმნა;
** ვიზუალურად დასამახსოვრებელი, დამაჯერებელი სათაურები და ტექსტური მასალის შექმნა.
** სანდო კონტენტის შექმნა, რომელიც მომხმარებელს გაუჩენს ყიდვის სურვილს;
** ციფრული არხებისთვის კონტენტის შექმნა;
** SEO ოპტიმიზებული კონტენტის შექმნა;
** ციფრული მიმართულებით მომუშავე გუნდთან ერთად მომხმარებლის საჭიროებების გააზრება და გამოსავლების ძიება;
** დაზღვევის პროდუქტებთან დაკავშირებული იდეების განვითარება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ჟურნალისტიკის/კომუნიკაციის სფეროში;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერითი, სასაუბრო);
** წერითი უნარები - წინადადების სტრუქტურის სწორად აწყობა, გრამატიკულად გამართულად წერა;

მნიშვნელოვანია, კანდიდატის ინტერესი სადაზღვევო და მომსახურების სფეროს მიმართ.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ორგანიზებულობა;

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2018 წლის 28 სექტემბრის ჩათვლით.

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ქოფირაითერი".

სს "თიბისი დაზღვევა" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი