Jobs.GE



დასახელება: თვითმცლელი მანქანის მძღოლი - კაზრეთი
მომწოდებელი: RMG
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

კომპანია "RMG" (Rich Metals Group) ოქროსა და სპილენძის მომპოვებელი კომპანია აცხადებს ვაკანსიას თვითმცლელი მანქანის მძღოლის თანამდებობაზე

სამუშაო ადგილი: ბოლნისის რ-ნი, დაბა კაზრეთი

ვალდებულებები:

** ტვირთების ტრანსპორტირება დადგენილი წესების შესაბამისად;
** ჩატარებული სამუშაოების შესახებ უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება;
** ცვლის განმავლობაში ტექნიკის დაზიანების ან გაუმართაობის დაფიქსირება და შესაბამისი ტექნიკური მომსახურების უბნის დროული ინფორმირება;

მოთხოვნები:

** აუცილებელია მართვის მოწმობა C კატეგორიით
** სასურველია გაზის საწვავზე მომუშავე თვითმცლელ მანქანაზე მუშაობის გამოცდილება;
** მაღალი პასუხისმგებლობა;
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება;

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადასტურების მიზნით კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები: CV ქართულ ენაზე.

კანდიდატებმა განცხადება უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@richmetalsgroup.com არაუგვიანეს 28 სექტემბრისა.

გთხოვთ, ელექტრონული ფოსტის საგანში ("subject") მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც აგზავნით განაცხადს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

CV-ს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ რომ თანახმა ხართ "RMG"-მ დაამუშაოს და შეინახოს თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი