Jobs.GE



დასახელება: ინჟინერ-ენერგეტიკოსი
მომწოდებელი: Hydrolea
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 21 სექ

კომპანია "ჰიდროლეა" დაარსებულია 2013 წელს, იგი საქართველოში ახორციელებს განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურების პროექტების მშენებლობასა და მათ ოპერირებას.

კომპანიის მისიაა ჩამოყალიბდეს წამყვან ჰიდროენერგეტიკულ კომპანიად და თავისი წვლილი შეიტანოს საქართველოს ენერგეტიკის სექტორის ეკონომიკური ზრდისა და მდგრადი განვითარების საქმეში. ჰიდროლეას ინვესტიციით ქვეყანაში უკვე აშენდა მცირე და საშუალო ზომის ჰიდროელექტროსადგურები, საერთო მოცულობით 21,7 მეგავატი.

ჰიდროლეაში და მის შვილობილ კომპანიებში ამაჟამად 125 თანამშრომელია დასაქმებული.

ჰიდროლეას მენეჯმენტს აქვს საფუძვლიანი საერთაშორისო გამოცდილება ენერგეტიკულ სექტორში ინვესტირების, პროექტების მომზადების, პროექტირების, მშენებლობისა და ოპერირების კუთხით.

შპს "ჰიდროლეა" ამჟამად აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-ენერგეტიკოსის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:

** ჰიდროელექტროსადგურების ელდანადგარების უავარიო და საიმედო მუშაობის უზრუნველყოფა;
** მთავარი ინჟინერთან ერთად მიმდინარე და კაპიტალური რემონტების გრაფიკისა და მოცულობის დაგეგმვა;
** სადგურებში მიმდინარე ყოველდღიურ სამუშაოებში მონაწილეობა;
** სადგურებში აღმოჩენილი დეფექტებისა და უწესივრობების მაქსიმალურად სწრაფად გამოსწორების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** უსაფრთხოების და დანადგარების ტექნიკური ექსპლუატაციის წესების დაცვა;
** ახალი ჰიდროელექტორსადგურის საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება (ელ.ნაწილში)
** ახალი ჰიდროელექტროსადგურის ელექტრო მოწყობილობების მონტაჟში და გაწყობით სამუშაოებში მონაწილეობის მიღება.
** საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს მასშტაბით სამსახურეობრივ მივლინებაში გამგზავრება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ტექნიკური განათლება (ელექტრული განხრით);
** ჰიდროელექტროსადგურზე მუშაობის გამოცდილება (მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიტერული პროგრამების (MS word, MS Excel) ცოდნა;
** რუსული და/ან ინგლისური ენების ცოდნა;
** მართვის მოწმობა "B" კატეგორია.

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაბელურობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მაღალი მოტივაცია;
** გუნდური მუშაობის უნარი.

პირებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მოთხოვნებს, შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@hydrolea.com 2018 წლის 21 სექტემბრამდე. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ იმ თანამდებობის დასახელება, რომელზეც აკეთებთ განაცხადს. სასურველია რეზიუმე წარმოდგენილი იქნეს ინგლისურ ენაზე.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კვალიფიცირებულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი