Jobs.GE



დასახელება: დირექტორის მოადგილე
მომწოდებელი: ბრიტანულ-ქართული აკადემია
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 30 ოქტ

"ბრიტანულ-ქართული აკადემია" აცხადებს ვაკანსიას სკოლის აკადემიური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე.

აკადემიური დირექტორის მოადგილე ეხმარება "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" დირექტორს ორგანიზაციულ და მართვის საკითხებში, სკოლის სასწავლო პროგრამების, სწავლებისა და შეფასების ეფექტურ განხორციელებასა და სკოლის ადმინისტრაციული სტრუქტურების ეფექტურ მართვაში.

აკადემიური დირექტორის მოადგილე ანგარიშვალდებულია "ბრიტანულ-ქართული აკადემიის" აკადემიური დირექტორის წინაშე და მჭიდროდ თანამშრომლობს სკოლის მმართველ გუნდთან.

ძირითადი მოვალეობები:

აკადემიური დირექტორის მოადგილის მთავარი პასუხისმგებლობაა დაეხმაროს მოსწავლეებს საკუთარი პოტენციალის სრულფასოვან რეალიზებაში. ამ მიზნით აკადემიური დირექტორის მოადგილე ეხმარება აკადემიის დირექტორს სწავლებისა და სწავლის სტანდარტების გაუმჯობესებასა და საუკეთესო ხარისხის საგანმანათლებლო სერვისების უზრუნველყოფაში.

აკადემიური დირექტორის მოადგილის მოვალეობებია:

** სასწავლო პროგრამები: დაეხმაროს აკადემიური დირექტორს სკოლის სასწავლო პროგრამების დაგეგმვაში, განხორციელებასა და შეფასებაში;
** ადამიანური რესურსების მართვა და პროფესიული განვითარება: დაეხმაროს აკადემიურ დირექტორს კვალიფიციური კადრების მოზიდვასა და შერჩევაში; სკოლის მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული გუნდის მუშაობის შეფასებასა და მათი მდგრადი პროფესიული განვითარებისთვის საჭირო გეგმების განხორციელებაში;
** მოსწავლეები: აკადემიურ დირექტორს დაეხმაროს ეფექტური საგანმანათლებლო პოლიტიკის დაგეგმვასა და შესაბამისი ამოცანების განხორციელებაში;
** მშობლები: დაეხმაროს აკადემიის დირექტორს მშობლებთან პოზიტიური და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სასკოლო საზოგადოების მდგრად განვითარებაში.

სავალდებულო კვალიფიკაცია და უნარები:

** უმაღლესი განათლება შესაბამის დარგში;
** მმართველ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ორწლიანი გამოცდილება (სასურველია სკოლაში);
** საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საჭირო ეფექტური მართვის უნარი;
** უსაფრთხო და დინამიკური საგანმანათლებლო გარემოს შექმნისთვის აუცილებელი შესაძლებლობა;
** ეფექტური კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარები;
** სიახლეებისა და გამოწვევების შესაბამისად ადაპტაციის შესაძლებლობა;
** თანამედროვე საგანმანათლებლო და სკოლის უსაფრთხოების საკითხების ცოდნა;
** კარგი ორგანიზაციული, პრობლემების მოგვარებისა და დროის მართვის უნარები;
** ძლიერი სამუშაო ეთიკა;
** კვალიფიციური თანამშრომლების მოზიდვის, მონიტორინგის, განვითარებისა და მათი მოტივაციის ამაღლებისთვის საჭირო უნარები;
** რეფლექსიის უნარი და მოტივაცია პროფესიული განვითარებისთვის.

პიროვნული თვისებები:

** მაღალი პასუხისმგებლობა;
** ჰუმანური ფასეულობები, განსხვავებულის მიმართ პატივისცემა და მიმღებლობა;
** ხარისხიანი განათლებისთვის აუცილებელი პრაქტიკების დანერგვის მზაობა;
** ენერგიულობა და ენთუზიაზმი;
** სამართლიანი დამოკიდებულება;
** კონსტრუქციულობა და რჩევების მიღების მზაობა;
** იუმორის გრძნობა;
** შემოქმედებითობა და ინოვაციურობა;
** გუნდური მუშაობისთვის აუცილებელი თვისებები;
** მიზანდასახულობა;
** შეუპოვრობა წარუმატებლობის მიმართ;
** სტაბილური ტემპერამენტი, განსაკუთრებით სტრესულ ვითარებაში.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელექტრონულ ფოსტაზე: bga@bga.ge არაუგვიანეს 2018 წლის 30 ოქტომბრისა. სათაურში, გთხოვთ, მიუთითოთ "დირექტორის მოადგილე".

გასაუბრებაზე დაბარებულნი იქნებიან მხოლოდ შესაბამისი კვალიფიკაციის და უნარების მქონე კანდიდატები.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი