Jobs.GE



დასახელება: სერვის ინჟინერი - ნატახტარი
მომწოდებელი: ბარამბო
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 28 სექ

შპს "ბარამბო" წარმოადგენს ქართულ ტკბილეულის მწარმოებელ კომპანიას, რომელიც თანამედროვე საწარმოო ტექნოლოგიების გამოყენებით და საერთაშორისო სტანდრტების დაცვით მომხმარებელს საქართველოს ბაზარზე და მის ფარგლებს გარეთ სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და საუკეთესო გემოვნებითი თვისებების მქონე პროდუქციის ფართო ასორტიმენტს.

"ბარამბო" ორიენტირებულია მაღალ პროფესიონალური კადრების მოზიდვაზე, რაც მიზნად ისახავს კომპანიის გუნდის შემდგომ გაძლიერებას.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას სერვის ინჟინრის თანამდებობაზე, სოფ. ნატახტარში. ქვემოთ მოცემულია აღნიშნული პოზიისთვის მოთხოვნილი კვალიფიკაცია, აუცილებელი პიროვნული თვისებები და თანამდებობით განსაზღვრული ძირითადი მოვალეობები:

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ტექნიკური მიმართულებით;
** აუცილებელია ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა;
** აუცილებელია ტექნიკური ენის ცოდნა.
** ტექნიკური უნარები: საოფისე პროგრამები (Word; Excel) მუშაობის გამოცდილება.

ფუნქცია: საამქროებისა და მასში მდებარე ადმინისტრაციული კორპუსის ზედამხედველობა. შინაგანაწესის ეფექტურად მუშაობის უზრუნველყოფა.

ძირითადი მოვალეობები:

** დანადგარების ტექნიკური დოკუმენტაციების შესწავლა:
** საჭიროების მიხედვით კონტაქტი იქონიოს დანადგარების მომწოდებელ კომპანიებთან, მიიღოს რეკომენდაციები დანადგარების ექსპლუატაციის შესახებ.
** დანადგარების დოკუმენტაციისა და მომწოდებელი კომპანიების რეკომენდაციების მიხედვით გეგმიური მომსახურების გრაფიკების შედგენა ტექნიკური ექსპუატაციისა და უსაფრთხოების ტექნიკის წესების გათვალისწინებით;
** ამ გრაფიკების მომსახურე პერსონალიზე გაცნობა და მათი შესრულების მოთხოვნა.

პიროვნული თვისებები:

** აქტიურობა,
** კომუნიკაბელურობა,
** საქმის განაწილების კონტროლის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა,
** პუნქტუალურობა,
** ადვილად და სწრაფად ადაპტაციის უნარი,
** გამართული მეტყველება,
** შრომისმოყვარეობა.

კანდიდატებმა CV უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფორმით მისამართზე: hr@barambo.ge. გთხოვთ, ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 28 სექტემბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი