Jobs.GE



დასახელება: ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტი
მომწოდებელი: ეტალონი-მედია ჯგუფი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

"ეტალონი-მედია ჯგუფი" აცხადებს ვაკანსიას ჯგუფის ხელმძღვანელის ასისტენტის პოზიციაზე.

მოცემულ პოზიციაზე მომუშავე ადამიანს მოუწევს ხშირი მივლინება საქართველოს ტერიტორიაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** განრიგის შესაბამისად ღონისძიებების ორგანიზებისათვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობის მომზადება
** ღონისძიების ადგილის ტექნიკურად მოწყობა და გამართვა
** ღონისძიების ორგანიზება-ჩატარებასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** სასურველია მართვის მოწმობა B კატეგორია

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა და დისციპლინირებულობა
** სწრაფ სამუშაო რიტმში მუშაობის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 25 სექტემბერი, 2018 წელი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV ფოტოსურათით გამოაგზავნოთ ელ-ფოსტის მისამართზე: EtaloniMediaInfo@gmail.com; გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: ორგანიზაცია დაუკავშირდება მხოლოდ გასაუბრებისთვის შერჩეულ კანდიდატებს.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი