Jobs.GE



დასახელება: ტექნიკოსის ასისტენტი
მომწოდებელი: Luca Polare
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

კაფე-სანაყინეების ქსელი "ლუკა პოლარე" (შპს. "ჯი და ჯი ქოოფერეიშენ") აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის ასისტენტის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამაცივრე, კონდიცირების და ელექტრო ტექნიკური სისტემების გეგმიური შემოწმების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების დროულად აღმოფხვრისათვის უფროსი ტექნიკოსის მხარდაჭერა.
** უშუალო ხელმძღვანელის მხრიდან მიღებული დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროფესიული განათლება ტექნიკური მიმართულებით
** მართვის მოწმობა B კატეგორია
** ენერგიული, ორგანიზებული და შრომისმოყვარე.
** სასურველია საყინულე მაცივრების და კონდიციონერების მონტაჟი, შეკეთება-მოვლის გამოცდილება და ასევე ელექტრო-სადიაგნოსტიკო მოწყობილობების გამოყენების წესების ცოდნა.

საწყისი ხელფასი: ხელზე ასაღები 500 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ განაცხადი გამოგზავნოთ hr@lucapolare.com -ზე და სათაურის ველში მიუთითოთ შესაბამისი ვაკანსიის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი