Jobs.GE



დასახელება: რუსული ენის მასწავლებელი
მომწოდებელი: საერო გიმნაზია შავნაბადა
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

შპს დამოუკიდებელი საერო გიმნაზია "შავნაბადა", რომლის დაარსების ისტორია უკვე 23 წელს ითვლის, ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სასწავლო მიდგომებზე, სწავლისა და სწავლების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე, პედაგოგთა განვითარების განსაკუთრებულ ხელშეწყობაზე, თანამედროვე ბაზითა და კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურით კომფორტული სამუშაო ატმოსფეროს შექმნაზე.

"შავნაბადა" აცხადებს ვაკანსიას რუსული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართულობა ან მასწავლებლის სერთიფიკატის ფლობა;
** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია:

** გაკვეთილის ჩატარების საათები: კვირაში 9 სთ
** გაკვეთილის ჩატარების დღეები: კვირაში სამჯერ
** კლასი: 4

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონული ფოსტის მისამართზე hr@shavnabada.ge არაუგვიანეს 2018 წლის 10 ოქტომბრისა; სავალდებულოა, წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი