Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: MACH & MACH
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

"MACH & MACH" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, სრულ განაკვეთზე.

ძირითადი მოვალეობები:

** დარბაზში პროდუქციის განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;
** მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით უშუალო ხელმძღვანელთან მუდმივი თანამშრომლობა არსებული პრობლემების განხილვისა და ინფორმაციის დროული გაცვლის გზით;
** გაყიდვასთან დაკავშირებული ყველა სხვა მოვალეობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების სრულყოფილად ფლობა;
** სასურველია ძირითადი კომპიუტერული პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა (Microsoft office);
** სასურველია მსგავსი პროფილის კომპანიებში (ტანსაცმლის ან ფეხსაცმლის მაღაზიათა ქსელი) გაყიდვების მოლარე ან კონსულტანტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** გამართული მეტყველება
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
** პროდუქციის სწრაფი შესწავლის უნარი
** გუნდურობა
** ორგანიზებულობა
** პრეზენტაბელურობა
** კომუნიკაბელურობა
** პუნქტუალურობა

მნიშვნელოვანია კანდიდატი იყოს თავაზიანი, ენერგიული, მოწესრიგებული და შეეძლოს დატვირთულ სამუშაო რეჟიმში მუშაობა.
ასაკი: 22-32
ანაზღაურება: 500-1200 ლარი

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე CV ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hrmachandmach@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი