Jobs.GE



დასახელება: ტენდერი სამრეწველო რობოტზე
მომწოდებელი: CHCA
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 26 სექ
თანდართული ფაილი: 189240-centriafkhazetichca.zip

ა(ა)იპ საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი "აფხაზეთი"-სა (სჰც "აფხაზეთი") და "ევროკავშირის დელეგაცია საქართველოში" (EUD) შორის გაფორმებული ENPI/2016/379-336 ხელშეკრულების საფუძველზე მიმდინარე პროექტის "საქართველოში უკიდურესად მოწყვლადი მოზარდების საზოგადოების სრულფასოვან წევრებად ჩამოყალიბება მენტორინგის, ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის გზით" ფარგლებში გთხოვთ, წარმოადგინოთ ფას(ებ)ის შემოთავაზება სჰც "აფხაზეთი"-ს სატენდერო განაცხადზე: "ITB 455-1083-VYCA-EU-სამრეწველო რობოტი" განსაზღვრული ნივთის მოწოდებისთვის (დანართი 1).

ტენდერის დეტალები მდგომარეობს შემდეგში:

ლოტი 1: მეორადი ციფრული პროგრამული მართვის სამრეწველო რობოტი თანდართული დეტალური მახასიათებლების (დანართი 1) შესაბამისად. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 17000 ევროს ექვივალენტი ლარში (დღგ-ს გარეშე).

სატენდერო დოკუმენტაციისა და მოთხოვნილი დოკუმენტების ჩამონათვალის მიღება შესაძლებელია სატენდერო წინადადების ბმულში ან/და სჰც "აფხაზეთი"-ს ოფისში 2018 წლის 11 სექტემბრიდან 2018 წლის 26 სექტემბრამდე ჩათვლით, 10:00-17:00, მისამართი: ქ. თბილისი, შროშის ქ. #4.

გთხოვთ გაეცნოთ თანდართულ დოკუმენტებს.

სატენდერო წინადადებების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 26 სექტემბერი, 17:00 საათი.
სატენდერო პირობებისაგან განსხვავებული შემოთავაზებები არ განიხილება.

საკონტაქტო ტელეფონი: 2944544
კახაბერ ღვინჯილია 599516999.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი