Jobs.GE



დასახელება: CISCO-ს ქსელური ინჟინერიის CCNA კურსი - ქუთაისი
მომწოდებელი: Net Study
გამოქვეყნდა: 12 სექ / განახლდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

Cisco-ს სერთიფიცირების გამოცდისათვის მოსამზადებელი ცენტრი "Net Study" აცხადებს მიღებას CISCO-ს ქსელური ინჟინერიის CCNA კურსზე.

CCNA კურსს გავივლით Cisco-ს მიერ შემუშავებული ელექტრონული სახელმძღვანელოთი "CCNAX", რომელიც შედგება 4 თავისაგან:

** Network Fundamentals
** Routing Protocols and Concepts
** LAN Switching and Wireless
** Accessing the WAN

მოცემული მასალის დაუფლების შემდეგ თქვენ შეძლებთ CCNA-ის სასერთიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას. Cisco-ს საერთაშორისო სერტიფიკატების მისაღებად საჭიროა შესაბამისი გამოცდების ჩაბარება რომელიმე ავტორიზებულ საგამოცდო ცენტრში. აღნიშნული საგამოცდო ცენტრის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს ვებ-გვერდზე "Pearson VUE-ის საგამოცდო ცენტრი".

CCNA კურსი შედგება 4 სემესტრისაგან, თითო სემესტრი 18 სალექციო კურსისგან შედგება, სულ 72 სალექციო კურსი. ოთხი სემესტრიდან 24 სალექციო კურსი დაეთმობა პრაქტიკულ მეცადინეობას, სადაც სტუდენტები მუშაობენ Cisco-ის აპარატურით მოწყობილ ლაბორატორიაში. ისინი სწავლობენ რეალური დავალებების პრაქტიკული განხორციელებით და იღებენ გამოცდილებას, რომელიც მეტად მნიშვნელოვანია ქსელური ტექნოლოგიის სფეროში. მთლიანად კურსის ხანგრძლივობა 5 თვეს შეადგენს. სასწავლო კურსის ღირებულება შეადგენს 500 აშშ დოლარს. თანხის გადახდა თითოეული სემესტრის ცალ-ცალკე ხდება კურსის დაწყებიდან პირველ კვირაში. ლექციები ტარდება ქართულ ენაზე კვირაში 4-ჯერ. თეორიული მასალა და ყველა ტესტი/გამოცდა წარმოდგენილია ელექტრონულ ფორმატში მხოლოდ ინგლისურ ენაზე, ამიტომ ინგლისური ენის ცოდნა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია.

სასწავლო კურსი: CCNA Exploration არის კომპიუტერული ქსელების საფუძვლების შემსწავლელი კურსი, რომელიც მოიცავს საბაზო თეორიულ მასალასთან ერთად უფრო რთულ ტექნიკურ საკითხებსაც კომპიუტერული ქსელების სფეროში. ამ კურსში თქვენ გაივლით თეორიულ ლექციებთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებს, სპეციალური ლაბორატორიული სამუშაოების სახით, რაც საშუალებას მოგცემთ, შეიძინოთ აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევები კომპიუტერული ქსელების დაგეგმვის, ინსტალაციისა და შემდგომი მხარდაჭერისთვის, როგორც მცირე და საშუალო ზომის ორგანიზაციებში, ასევე, უფრო დიდ კომპანიებსა და სერვის პროვაიდერის გარემოში. ეს კურსი განკუთვნილია ყველა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც სურვილი აქვს გაიღრმავოს ცოდნა კომპიუტერული ქსელების სფეროში ან მიიღოს Cisco-ს საერთაშორისო CCNA სერტიფიკატი.

ამჟამად მიმდინარეობს რეგისტრაცია CCNA კურსზე.
რეგისტრაციას შეძლებთ ჩვენს ვებ გვერდზე.

მისამართი: ქუთაისი, სარაჯიშვილის ქ. 3
ტელ: 597 55 55 81
ელ-ფოსტა: ts.margvelashvili@airnav.ge
ვებ-გვერდი: http://www.netstudy.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი