Jobs.GE



დასახელება: ქოლ-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სუფთა წყალი
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 12 ოქტ

შპს "სუფთა წყალი" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: ქოლ-ცენტრის ოპერატორი

ძირითადი მოვალეობები:

** შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხი;
** მომხმარებლისთვის საჭირო ინფორმაციის მოწოდება და შეკვეთების დაფიქსირება;
** კომპანიის შიდა პროგრამასთან მუშაობა; (შევასწავლით ადგილზე)
** ხელმძღვანელის მიერ სხვა დავალებების შესრულება
** ქოლ-ცენტრის შეუფერხებლად/გამართულად მუშაობის უზრუნველსაყოფად ნებისმიერი ტიპის პრობლემის შესახებ ხელმძღვანელის ოპერატიულად ** ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ქოლ-ცენტრში მუშაობის გამოცდილება;
** კომპიუტერთან მუშაობის უნარი (Windows, MS Office, Internet and E-mail);
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა.
** სავალდებულოა რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული მეტყველება;
** დეტალებზე ორიენტირება;
** დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი;
** ემოციური მდგრადობა (გაწონასწორებულობა);
** კონფლიქტების არიდებისა და გადაწყვეტის უნარი;
** სისხარტე მუშაობაში;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.

სამუშაო პირობები: ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30; შაბათი: 09.30-14:00; (კვირაგამოშვებით)
გამოსაცდელი ვადა: 1 თვე

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4),მეილზე: t.qavtaradze@binuli.ge; საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი