Jobs.GE



დასახელება: ხარისხის ინჟინერი
მომწოდებელი: PepsiСo
გამოქვეყნდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 20 სექ

"PepsiCo" წამყვანი საერთაშორისო კომპანიაა კვებისა და სასმელების სფეროში და 200-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მრავალფეროვანი და ცნობილი ბრენდების პორტფელიდან საქართველოში წარმოდგენილია: რძის კატეგორიაში - "სოფლის ნობათი", "Чудо", "Домик в деревне" და "რჩეული"; წვენების კატეგორიიდან - "Sandora", "Садочок", "Фруктовый Сад"; სნეკების კატეგორიიდან - "Lays", "Doritos", "Хрус Team"; გაზირებული სასმელების კატეგორიიდან - "Pepsi", "Mirinda", "7Up", "Aquafina", "Lipton".

ჩვენ ვართ 250 000-ზე მეტი მთელი მსოფლიოს მასშტაბით და გვაერთიანებს საერთო მიზნები და ღირებულებები. ჩვენ გვაქვს ახლებური ხედვა და ვქმნით ისტორიას.

შემოუერთდი ჩვენს გუნდს - ჩვენ ვეძებთ ხარისხის ინჟინერს რძის პროდუქტების წარმოების ქარხანაში.

სამუშაო ადგილი: ფონიჭალა.

რა უნდა გავაკეთო?

** ყველა ნედლეულისა და შესაფუთი მასალის ხარისხის რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა, ხარისხის განყოფილების მიერ დამტკიცებული მეთოდების დაცვა;
** სადერატიზაციო და სადეზინფექციო სისტემების დანერგვა და მონიტორინგი
** სისტემების დანერგვისა და ხარისხის გაუმჯობესების გეგმების კოორდინაცია და მხარდაჭერა;
** პროდუქციის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის, დანადგარების გაწმენდა/დეზინფექციის წესების დაცვა
** ალერგენის მართვის მოთხოვნების გააზრება
** ხარისხის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება და დადასტურება
** ყოველთვიური და კვარტალური ანგარიშის, მომავალი სამოქმედო გეგმისა და პრიორიტეტების წარდგენა.

რა უნარები და გამოცდილება მჭირდება?

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიოლოგიის, ქიმიის მიმართულებით;
** კვების უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო მოთხოვნების (AIB, GMP, HACCP, ISO 22 000 FSSC) ცოდნა
** 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება იგივე ან მსგავსი მიმართულებით (საწარმოში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** MS Office პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა მინ. (B2 - upper int) დონეზე
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარი.

ანაზღაურება და სარგებელი:

** კონკურენტული საკომპენსაციო პაკეტი;
** ჯანმრთელობის დაზღვევის პოლისი.

თუ თქვენი პროფილი შეესაბამება აღნიშნული პოზიციის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: career.caucasus@pepsico.com 2018 წლის 20 სექტემბრამდე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი