Jobs.GE



დასახელება: მითერი - კახეთი
მომწოდებელი: ლიბერთი ბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

ლიბერთი - ბანკი ყველგან და ყველასთვის! აცხადებს ვაკანსიას მითერის პოზიციაზე კახეთის რეგიონში.

ადგილმდებარეობა: თელავი, ახმეტა, გურჯაანი, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, სიღნაღი, ყვარელი, საგარეჯო, წნორი.

ჩვენ ვიწვევთ სამუშაოდ წარმატებულ სტუდენტებსა და ახალ კურსდამთავრებულებს; ასევე, კარიერის საწყის ეტაპზე მყოფ უმაღლესი განათლების მქონე ახალგაზრდებს. 

მითერის პოზიცია ბანკში დასაქმების პირველი და მნიშვნელოვანი ეტაპია, რაც ლიბერთიში რეალური კარიერული წინსვლის პირობაა. 

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სასწავლებლის კურსდამთავრებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი; ასევე განიხილება მაგისტრატურის სტუდენტები;
** ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა და გამართული მეტყველება;
** მნიშვნელოვანია უცხო ენების: ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word, Microsoft Office Excel) ცოდნა.

ძირითადი ფუნქციები: 

** მომხმარებელთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** თითოეულ შემოსულ მომხმარებელთან კომუნიკაცია; მოთხოვნების განსაზღვრა და მათთვის საორიენტაციო სამსახურის გაწევა: გადამისამართება, მარშრუტის განსაზღვრა;
** მომხმარებელთათვის პირველადი კონსულტაციის გაწევა: მათთვის სასურველ სერვისთან დაკავშირებული აუცილებელი პროცედურების განმარტება; სერვისის პირობების და ვადების განმარტება;
** მომხმარებელთა დახმარება ავტომატიზებულ სისტემებთან მუშაობისას: რიგის მართვის სისტემა, სწრაფი გადახდის აპარატები და ბანკომატები; 
** მომხმარებელთა დახმარება განახორციელოს სწრაფი გადახდის აპარატთან, ბანკომატთან ისე რომ არ შეეხოს მომხმარებლის ფულად სახსრებს;
** შესთავაზოს კლიენტებს საბანკო პროდუქტები და განახორციელოს კლიენტთა შეუფერხებელი და დროული მომსახურება;
** დაიცვას ბანკთან და კლიენტთან დაკავშირებული ინფორმაციის კონფიდენციალურობა.

პროფესიული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა;
** ლოგიკური აზროვნებისა და მსჯელობის უნარი;
** გამართული მეტყველება;
** გუნდურობა;
** მომხმარებელთა ეფექტურად და თავაზიანად მომსახურების უნარ-ჩვევები; 
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი.

როგორ მოგვმართოთ:

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, წარმოადგინოთ თქვენი CV ქართულ ან ინგლისურ ენაზე, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: career@libertybank.ge 2018 წლის 11 ოქტომბრის  ჩათვლით.

მნიშვნელოვანია: გთხოვთ, განაცხადის გამოგზავნისას "subject line"-ში მიუთითოთ პოზიცია და კონკრეტული ქალაქი/რაიონის დასახელება, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება. 

დაკავშირება მოხდება შერჩეულ კანდიდატებთან. სატელეფონო ზარებით ინფორმაციის გაცემა შეუძლებელია.

შეტყობინება:

"ლიბერთი ბანკი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.

ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ლიბერთი ბანკისთვის ხელმისაწვდომი გახდება  ბანკში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით, ბანკის მონაცემთა დაცვის პოლიტიკისა (რომელიც ხელმისაწვდომია ბანკის ოფიციალურ ვებ გვერდზე http://bit.ly/1S5KLSu) და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით (ან კანონით დადგენილი მეტი/ნაკლები ვადით).

კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ლიბერთი ბანკმა შესაძლოა შეინახოს და გამოიყენოს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ ბანკმა შეწყვიტოს მონაცემების დამუშავება, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ლიბერთი ბანკს (ვებ გვერდზე www.libertybank.ge მითითებულ საკონტაქტო მონაცემებზე). 

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ბანკისათვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა ლიბერთი ბანკში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის  განსახილველად.

წინამდებარე შეტყობინება არ განიხილება, როგორც ლიბერთი ბანკში დასაქმებულის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულების ნაწილი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი