Jobs.GE



დასახელება: რუსულის და ინგლისურის კურსები ფასდაკლებით
მომწოდებელი: ქართულ-ევროპული განათლების აკადემია VETO
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"ქართულ-ევროპული აკადემია VETO" აცხადებს 50%-მდე ფასდაკლებას ინგლისურისა და რუსულის კურსებზე.

ჩვენი სასწავლო კურსის უპირატესობებია:

სწავლება მიმდინარეობს პირდაპირი მეთოდით, რომელიც ორიენტირებულია ლაპარაკის სწრაფ დაწყებაზე და ენის შესწავლა 4-ჯერ უფრო სწრაფად ხდება. ეს მეთოდი უყალიბებს მსმენელებს თავისუფლად საუბრის უნარს, შეასწავლის გრამატიკას და და შესძენს ყველაზე გამოყენებად სიტყვების მარაგს.

სასურველი შედეგი მიიღწევა მეოთხედ დროში, საშინაო დავალებებისა და ზედმეტი დატვირთვის გარეშე, მსმენელების გაკვეთილზე მაქსიმალურად ჩართულობის ხარჯზე. სწავლება მიმდინარეობს კითხვა-პასუხის ფორმატში. მსმენელს უვითარდება სმენის, ლაპარაკის, წერის და კითხვის უნარ-ჩვევები. აქტიურად გამოიყენება აუდიო მასალები.
ჯგუფები გამოირჩევა მსმენელთა სიმცირით (4-8 მსმენელი) და დაყოფილია ცოდნის დონეების მიხედვით, რაც დადებითად აისახება სწავლის შედეგზე.
ჩვენ გვყავს სერტიფიცირებული და პროფესიონალი პედაგოგები, რომლებიც შერჩეულნი არიან კონკურსის წესით.

სრული კურსი მოიცავს 6 დონეს. ერთი დონის ხანგრძლივობა 2-3 თვე.

შესაბამისი კურისი გავლის შემდეგ გაიცემა ორენოვანი სერტიფიკატი.

მეცადინეობა ჩატარდება კვირაში ორჯერ, გაკვეთილის ხანგრძლივობა: 1.30 სთ, დღის და საღამოს საათებში (გრაფიკი შეთანხმდება მსმენელთან).

გასაუბრების შედეგად განისაზღვრება ცოდნის დონე და ხდება ჯგუფების ფორმირება.

სასაუბრო რუსულის კურსის ღირებულებაა - საბურთალოს ფილიალში 65 ლარი 110 ლარის ნაცვლად და რუსთაველის ფილიალში 70 ლარი. ფასდაკლება შენარჩუნდება იქმდე, სანამ არ შეწყვეტთ სწავლას.

სასაუბრო ინგლისურის კურსის ღირებულებაა - 65 ლარი (პირველი თვე) 110 ლარის ნაცვლად, მომდევნო თვეები 75 ლარი.

ფასდაკლების მისაღებად შეავსეთ სარეგისტრაციო ფორმა.

მისამართი:

** რუსთაველის ფილიალი: ძმები კაკაბაძეების ქ. 11, მე-2 სართული (მეტრო "რუსთაველთან", "მაკდონალდსიდან" მე-5 შენობა)
** საბურთალოს ფილიალი: კოსტავას ქ. 68 (სახელმწიფო ტელევიზიის გვერდით, ახალაშენებული კორპუსის პირველი სართული. ახლოსაა მეტროსადგურ "ტექნიკურ უნივერსიტეტთან")

ტელ.: 293 53 30; 2 14 88 14; 2 90 43 35.
მობ.: 599 80 74 88
ელ.ფოსტა: kegakademia@gmail.com
ვებ-გვერდი: http://www.veto.ge
https://www.facebook.com/vetoakademia?ref=hl



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი