Jobs.GE



დასახელება: ფარმაცევტული წარმოების დირექტორი
მომწოდებელი: ივერიაფარმა
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"ივერიაფარმა" აცხადებს ვაკანსიას: ფარმაცევტული წარმოების დირექტორი (სამკურნალო საშუალებების წარმოება)

ვალდებულებები:

** ცოდნა სახელმწიფო და კომპეტენტური ორგანოების მიერ გამოცემული ბრძანებების,განკარგულებების, დადგენილებების,მეთოდოლოგიური და სხვა სახელმძღვანელო და მარეგულირებელი ნორმატივების, რომელიც ეხება ფარმაცევტულ წარმოებას.
** სამკურნალო საშუალებების საწარმოო და ხარისხის კონტროლის ორგანიზების საერთაშორისო სტანდარტის GMP-ის ცოდნა.
** ტექნოლოგიური დოკუმენტაციის შემუშავება, რეგლამენტირებული წარმოება ტექნოლოგიური პროცესის GMP-ს ნორმებით.
** GMP-ის მიხედვით ტექნოლოგიური პროცესის და წარმოების რეჟიმის კორექტირებასთან დაკავშირებით დოკუმენტაციის დროულად განახლება.
** ნედლეულის, ძირითადი და დამხმარე მასალების ხარჯვითი ნორმების შემუშავება.
** ანგარიშის შედგენა და წარმოებაში გადახრის ანალიზი, ხელსაწყო-დანადგარებისა და ტექნიკური აღჭურვილობის გაუმართაობის დროს.
** ხელსაწყო-დანადგარების, ტექნიკური აღჭურვილობისა და სამუშაო ადგილების დაგეგმარება(ორგანიზება), წარმოების შესაძლებლობების გაანგარიშება და მოწყობილობების დატვირთვის გაანგარიშება.
** ექსპერიმენტული სამუშაოების ჩატარების პროცესში მონაწილეობა,ახალი ტექნოლოგიური პროცესების ათვისების მიზნით და მათი დანერგვა წარმოებაში.
** ხელსაწყო-დანადგარების და ტექნიკური მოწყობილობების სათანადო ფუნქციონირების კონტროლი.
** წარმოების ორგანიზაციის წესები და სამკურნალო საშუალებების ხარისხის კონტროლი GMP-ის მიხედვით.

მოთხოვნები:

** სპეციალობით მუშაობის გამოცდილება საწარმოს შესაბამისი პროფილით არანაკლებ 3 წლისა.
** ტექნოლოგიური პროცესების ცოდნა GMP-ს სტანდარტების შესაბამისად.
** ფარმაცევტული წარმოების სფეროში პროდუქციის ხარისხის მართვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების ცოდნა.
** ფარმაცევტული პროდუქციის ხარისხის ზედამხედველობის სისტემის და სახელმწიფო უწყებრივი კონტროლის ცოდნა.
** ინგლისური ენის ცოდნა, წერა და ზეპირი.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
ხელფასი განისაზღვრება გასაუბრების ბოლოს მოლაპარაკების საფუძველზე
სამუშაო გრაფიკი არის 5/2, 09:00-18:00 საათამდე; შესვენება 13:00-14:00
კომპანია მდებარეობს დიღომში, შ.გოგიძის ქუჩაზე.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი