Jobs.GE



დასახელება: ბიზნეს ლიტერატურის პროექტის მენეჯერი
მომწოდებელი: გამომცემლობა პალიტრა L
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"პალიტრა მედია ჰოლდინგი" -ს წევრი კომპანია "გამომცემლობა პალიტრა L" აცხადებს ვაკანსიას ბიზნეს ლიტერატურის პროექტის მენეჯერის პოზიციაზე.

გამომცემლობა პალიტრა L დაარსდა 2005 წელს, დღეს კი ქართულ საგამომცემლო სივრცეში ყველაზე დიდ და წარმატებულ გამომცემლობას წარმოადგენს.

გამომცემლობა აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო გამოფენებსა და ფესტივალებში; თანამშრომლობს მსოფლიოს წამყვან გამომცემლობებსა და სააგენტოებთან, როგორებიცაა: Desney, HarperCollins, Penguin Random House და სხვა. პალიტრა L - მა განახორციელა ისეთი მნიშვნელოვანი, ინოვაციური და მასშტაბური პროექტები, როგორიცაა : "50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ", "საქართველოს ილუსტრირებული ისტორია", "ლიბერთინსი", "ლურჯი ოკეანე" და სხვა.

"პალიტრა L " წლის განმავლობაში 400-ზე მეტი დასახელების სხვადასხვა ჟანრის, ქართველი და უცხოელი ავტორის წიგნს გამოსცემს.

დაინტერესებული პირები, განაცხადის შემოსატანად და რეზიუმეს ასატვირთად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს:
http://hr.palitra.ge/vacancy/0x926a005056a226ca11e8a4669411f0b9 ან გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ ფოსტაზე: vacancy@palitra.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 11 ოქტომბერი.




ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი