Jobs.GE



დასახელება: სხვადასხვა - ექიმი
მომწოდებელი: აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

უნიკალური შესაძლებლობა ახალგაზრდა ექიმებისთვის - გახდი "აკად. ფ. თოდუას სამედიცინო ცენტრის" გუნდის წევრი!

1991 წლიდან ქვეყნის წამყვანი სამედიცინო დაწესებულება ონკოლოგიის, რადიოლოგიის და ქირურგიის რიგ მიმართულებებში, სადაც მუშაობენ მრავალწლიანი, საერთაშორისო გამოცდილების მქონე ექიმები, რომლებსაც კლინიკა უქმნის მულტიდისციპლინარული გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.

კონკურსი ცხადდება შემდეგ მიმართულებებზე:

** შინაგანი მედიცინა
** კარდიოლოგია
** ენდოკრინოლოგია
** უროლოგია
** გინეკოლოგია
** რევმატოლოგია
** ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
** ენდოსკოპია

დამატებითი ინფორაცია იხილეთ ბმულზე: http://www.clinicalmedicine.ge/kariera

აუცილებელი მოთხოვნები:

** სახელმწიფო ლიცენზია შესაბამისი მიმართულებით;
** ქართული, ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ფლობა;
** კომპიუტერული პროგრამების სამუშაო დონეზე ფლობა;
** შრომისმოყვარე, განვითარებაზე და დეტალებზე ორიენტირებული, მოტივირებული, პუნქტუალური, გამართული კომუნიკაციის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ: პროფესიონალთა გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას, სწავლაზე და განვითარებაზე ორიენტირებული სამუშაო გარემოს, კონკურენტუნარიან სამუშაო პროცესს, მსოფლიოს წამყვან კლინიკებთან და სასწავლო ცენტრებთან მჭიდრო კავშირი - კარიერული ზრდის და განვითარების შესაძლებლობით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr.toduaclinic@gmail.com



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი