Jobs.GE



დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: Airmax
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"აირმაქსი" აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის თანამდებობაზე.

ვაკანსიის ადგილმდებარეობა: თბილისი
ანაზღაურება: 1700-2100 ლარი
სამუშაო განაკვეთი: სრული

მოთხოვნები:

** ასაკი: 28-50 წ.
** სქესი: ნებისმიერი
** სამუშაო გამოცდილება: 5 წელი
** საგანმანათლებლო ხარისხი: ბაკალავრი.

ენების ცოდნა:

** ქართული - მშობლიური
** ინგლისური - კარგად
** რუსული - კარგად.

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა:

** Microsoft Office Excel - კარგად
** Microsoft Office Word - კარგად
** Oris Accounting - კარგად
** Oris Manager - კარგად.

კომპანია "აირმაქსი" ასრულებს შენობაში საინჟინრო სისტემების პროექტირებას, მონტაჟს, სერვისს და საჭირო დანადგარების გაყიდვას. კომპანია დაარსდა 2012 წელს, რის შემდეგაც მოხდა არაერთ საშუალო და მსხვილ ობიექტზე საინჟინრო სისტემების დამუშავება.

ამჟამად კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

მსურველს მოეთხოვება:

კომპანიაში ფინანსური და მენეჯერული აღრიცხვა:

** მიღებული საქონლის აღრიცხვა
** საქონლის ტრანსპორტირების აღრიცხვა
** საზღვარგარეთიდან მიღებული საქონლის წინასწარი განბაჟება
** ობიექტზე გახარჯული საქონლის ჩამოწერა

ყოველთვიური და ყოველწლიური:

** ფულადი სახსრების მოძრაობის უწყისის მომზადება
** მოგება-ზარალის უწყისის მომზადება
** ბალანსის უწყისის მომზადება
** დოკუმენტაციის საგადასახადოსთან დეკლარირება და ა.შ.

რეზიუმე გადმოგზავნეთ ელფოსტაზე: info@air-max.ge
ტელეფონი: +995 032 235 2440



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი