Jobs.GE



დასახელება: მოლარე-კონსულტანტი
მომწოდებელი: სმარტ რითეილი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 1 ოქტ

სუპერმარკეტების ქსელი "სმარტ რითეილი" აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისში მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი;
** დარბაზის შესაბამის სექციაში პროდუქციის დახლებზე განთავსება მერჩენდაიზინგის წესების დაცვით, მისი მუდმივი შევსება და კონტროლი;
** პროდუქციის რეალიზაციამდე ხარისხის, ვადიანობის, ფასმაჩვენებლების სიზუსტის მუდმივი მონიტორინგი;
** მომხმარებლისათვის სექციაში განთავსებული პროდუქციის შესახებ კონსულტაციის გაწევა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** სასურველია უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** დროისა და საქმის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** კომუნიკაციის უნარი
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შენდეგ ელექტრონულ მისამართზე: wissolcareer@wissol.ge; წერილის სათაურში გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა - 01 ოქტომბერი

მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.

თქვენს მიერ გადმოგზავნილი რეზიუმე შეტანილია აპლიკანტთა მონაცემთა ბაზაში შემდგომი განხილვის მიზნით და ინახება ელექტრონულ მისამართზე 6 თვის ვადით.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი