Jobs.GE



დასახელება: უმცროსი გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: ნიკორა
გამოქვეყნდა: 11 სექ / განახლდა: 12 სექ / ბოლო ვადა: 10 ოქტ

კომპანია "ნიკორა" 1998 წელს ქართული კაპიტალით დაარსდა. დღესდღეობით "ნიკორა" წარმოდგენილია ჰოლდინგის სახით, რომელიც აერთიანებს ცამეტ შვილობილ კომპანიას. ჰოლდინგში წარმოდგენილი კომპანიები, უმაღლესი ხარისხის ნედლეულის გამოყენებით და თანამედროვე ტექნოლოგიების დაცვით, მომხმარებელს მრავალფეროვან ასორტიმენტს სთავაზობს, როგორიცაა: ხორცპროდუქტები, ნახევარფაბრიკატები, თევზეული, რძის პროდუქტები, ნაყინი, პურ-ფუნთუშეული, ღვინო. კომპანიას ასევე, აქვს საკუთარი სადისტრიბუციო ქსელი, მაღაზიათა ქსელი საქართველოს მასშტაბით და საკალმახე მეურნეობა. "ნიკორა" არის მაღალი ხარისხის საკვები პროდუქტების, ალკოჰოლური და არაალკოჰოლური სასმელების ექსკლუზიური იმპორტიორი საქართველოში, რომლის პრიორიტეტებია: მრავალფეროვანი და უმაღლესი ხარისხის პროდუქციის ასორტიმენტი.

"ნიკორა" ქართულ ბაზარზე ერთ-ერთი საუკეთესო დამსაქმებელია. ამჟამად ჰოლდინგში 5000-ზე მეტი თანამშრომელია და კომპანიის განვითარებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.

სრული ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე www.nikora.ge

ს.ს "ნიკორა" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი გრაფიკული დიზაინერის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** "ნიკორა ჰოლდინგის" მასშტაბით წარმოებული პროდუქტების ეტიკეტების ტექსტუალურ მასალაზე მუშაობა;
** სარეკლამო პოლიგრაფიული მასალების (ბუკლეტის, პოსტერის, ფლაერების, ბარათების და ა.შ.) დიზაინის შემუშავება;
** გარე სავაჭრო ობიექტებში "ნიკორას" წარმოებული პროდუქციის უკეთ წარმოჩინების მიზნით საჭირო დიზაინების შექმნა;
** დიზაინის მაქსიმალური ეფექტურობის მისაღწევად ბეჭდვისთვის აუცილებელი მოთხოვნების განსაზღვრის პროცესში უშუალო ჩათულობა;
** პრინტ მენეჯერთან ერთად სტამბებთან ურთიერთობა.

ძირითადი მოთხოვნები:

** კომპიუტერული პროგრამების - Corel Draw / Adobe Photoshop / Adobe Illustrator - მაღალ დონეზე ცოდნა;
** გრაფიკული დიზაინის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ზოგადი უნარ-ჩვევები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სწრაფი რეაგირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი.

თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ თქვენი CV და პორტფოლიო (პორტფოლიოს გამოგზავნა აუცილებელია!) მისამართზე: jobs@nikora.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ CV-ის გამოგზავნით, თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ სს "ნიკორამ" დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები დასაქმების მიზნით, შემდგომი გამოყენებისთვის.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 2018 წლის 10 ოქტომბერი.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი