Jobs.GE



დასახელება: წარმოების მტვირთავი
მომწოდებელი: ნუტრიმაქსი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"ნუტრიმაქსი" სოფლის მეურნეობის სფეროში ცხოველთა საკვების მწარმოებელი კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ცხოველთა საკვებისა და საკვები დანამატების მწარმოებელი კომპანიის Trouw Nutrition Hifeed-ის ოფიციალურ პარტნიორს საქართველოში.
კომპანია სთავაზობს მომხმარებელს, როგორც მზა საკვებს, ასევე კონცენტრატებს ბროილერებისთვის, კვერცხმდებელი ფინველებისთვის, ღორებისა და მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისთვის.

Web-გვერდის მისამართი: http://www.nutrimax.ge
Facebook გვერდის მისამართი: http://facebook.com/Nutrimax.ge

კომპანია "ნუტრიმაქსი" აცხადებს ვაკანსიას კომპანიის წარმოების მტვირთავის პოზიციაზე (დაწინაურების პერსპექტივით).

ძირითადი მოვალეობები:

** ნედლეულის და პროდუქციის მიღება/გადაზიდვა/დასაწყობება დანიშნულების ადგილზე;
** შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება;
** პროდუქციის აღწერა და გაცემა
** წარმოების სუფთა მდგომარეობაში უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სასურველია უმაღლესი/პროფესიული განათლება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დროის მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** მოწესრიგებულობა.

სამუშაო ადგილი: ზემო ფონიჭალა

სამუშაო დღეები: ორშაბათიდან - შაბათის ჩათვლით, 09:00-18:00; შაბათს - 09:00 - 16:00 საათამდე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით მისამართზე: hr@nutrimax.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "წარმოების მტვირთავი".



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი