Jobs.GE



დასახელება: ექსპორტ მენეჯერი
მომწოდებელი: მეღვინეობა ხარება
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 22 სექ

ღვინის მწარმოებელი კომპანია "მეღვინეობა ხარება" აცხადებს ვაკანსიას ექსპორტ მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: 9-დან 6-მდე
ანაზღაურება: შეთანხმებით

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და შეკვეთის მიღება;
** შეკვეთის დამუშავება და მათ გადაზიდვასთან დაკავშირებული პროცედურების ორგანიზება და კონტროლი;
** ექსპორტთან დაკავშირებული პროცედურების წარმოება, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
** შეკვეთის სრული ციკლის მონიტორინგი;
** ექსპორტის მიმართულებით გაყიდვების მაჩვენებლის ზრდაზე ზრუნვა;
** სხვადასხვა ღონისძიება/გამოფენაში მონაწილეობის მიღება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება ბიზნეს ადმინისტრირებაში ან მასთან დაახლოებულ სფეროში;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების სრულყოფილი ცოდნა;
** კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (Microsoft Office).

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: HR@winerykhareba.com 2018 წლის 22 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი