Jobs.GE



დასახელება: უმცროსი ექიმი - საგარეჯო
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 5 ოქტ

სამედიცინო კლინიკების ქსელი "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ექიმის (რეანიმაცია) თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: საგარეჯო, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის საგარეჯოს მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა ყოველ მეოთხე დღეს

ფუნქცია-მოვალეობები :

ექიმის უშუალო მეთვალყურეობისა და პასუხისმგებლობის ქვეშ:

** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელება;
** პაციენტთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
** სამედიცინო ისტორიების წარმოება განსაზღვრული წესებისა და ნორმების დაცვით სერტიფიცირებული სპეციალისტის მეთვალყურეობის ქვეშ.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება ან უმაღლესი სამედიცინო განათლების დიპლომისშემდგომი საფეხური;
**სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვროს, გუნდური მუშაობის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, შევსებული სააპლიკაციო ფორმა ან რეზიუმე გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 5 ოქტომბერი, 2018 წ.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "საგარეჯო - უმცროსი ექიმი (რეანიმაცია)".

გისურვებთ წარმატებას!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი