Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Myphone
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

სატელეფონო კომპანია "მაიფონი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები:

** ახალი პოტენციური მომხმარებლების მოძიება;
** პოტენციურ მომხმარებელზე მორგებული სერვისებისა და პროდუქტების შეთავაზება, შესაბამისი პრეზენტაციის მომზადება;
** არსებული და ახალი მომხმარებლებისთვის ხელშეკრულებების მომზადება;
** არსებული მომხმარებლების მომსახურეობა;
** მომხმარებლის პრობლემებზე და კითხვებზე სწრაფი რეაგირება;
** ეფექტური კავშირი სხვა დეპარტამენტებთან მომხმარებლის კმაყოფილების უზრუნველსაყოფად;
** სერვისებისა და პროდუქტების სრულყოფილი ცოდნა;
** მომხმარებლების ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
** გაყიდვების ანგარიშების კონტროლი;
** ყოველკვირეული შეხვედრები უშუალო ხელმძღვანელთან მიმდინარე კვირის შედეგებისა და მომდევნო კვირის გეგმების გასაცნობად;
** არსებულ მომხმარებლებთან მუდმივი კავშირი მომსახურეობის გაუმჯობესების მიზნით და კომპანიის მიმართ ლოიალურობის შესანარჩუნებლად.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად გადანაწილების უნარი;
** პრობლემური და კონფლიქტური სიტუაციების მართვა.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: hr@myphone.ge



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი