Jobs.GE



დასახელება: განვადების ოფიცერი - კასპი, ქარელი
მომწოდებელი: კრედო ბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"კრედო ბანკის" ვაკანსია კასპში და ქარელში განვადების ოფიცერი.

"კრედო ბანკი" ახალგაზრდებს გთავაზობთ შესაძლებლობას დასაქმდეთ თბილისში არსებულ ტექნიკის წამყვან და სხვა ბრენდული მაღაზიების ქსელში განვადების ოფიცრის პოზიციაზე.

კრედო ბანკი წარმატებით ფუნქციონირებს საქართველოს 11 რეგიონში და წარმოგენილია 67 ფილიალით. 2017 წელს ჩვენ მივიღეთ საბანკო ლიცენზია და გადავედით განვითარების ახალ ეტაპზე. ჩვენს გუნდში მოხვედრა ბანკისთვის ასეთ მნიშვნელოვან დროს, შენი კარიერული წარმატების საწინდარია.

ჩვენ გთავაზობთ:

** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** ინოვაციურ, სასიამოვნო გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბის აბონიმენტს;
** პროფესიულ ტრენინგებს და მასტერკლასებს.

გვაჩვენე მოტივაცია, გაიარე შერჩევის ეტაპები, იყავი წარმატებული შენს საქმეში და გახდი პროფესიონალი საბანკო ინდუსტრიაში.

რა იქნება შენი ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** კრედოს საგანვადებო პროდუქტების ეფექტური გაყიდვა და რეკლამირება როგორც კრედოს კონტრაქტორ მაღაზიებში, ისე მის ფარგლებს გარეთ;
** ყველა პროცედურის გათვალისწინებით და დაცვით განვადების გაცემისათვის ყველა საჭირო დოკუმენტზე ხელმოწერიების გაკეთება;
** კლიენტების სწორი მონაცემებით აპლიკაციის დარეგისტრირება ბაზებში;
** განვადების ბარათების გადაცემა მსესხებლებზე კომპანიაში არსებული წესების ზუსტი დაცვით;
** მიბარებული/გადაცემული განვადების ბარათების აღრიცხვა და კონტროლი;
** კვირაში ერთხელ უშუალო ხელმძღვანელისათვის მის მიერ შედგენილი დოკუმენტაციის მიწოდების უზრუნველყოფა;
** სამუშაო ობიექტზე კრედოს ყველა არსებული და პოტენციური კლიენტისთვის სათანადო ყურადღების დათმობა;
** კომპეტენციის ფარგლებში კომპანიის და პროდუქტის შესახებ დასმულ კითხვებზე პასუხის გაცემის უზრუნველყოფა;
** კრედოს საგანვადებო ინვოისის შევსება, სრული წესების დაცვით, კლიენტისათვის მომსახურების სტანდარტების გაცნობა;
** საჭიროების შემთხვევაში კრედოს საგანვადებო პროდუქტების რეკლამირება, ზედამხედველის მიერ მითითებულ ობიექტებზე;
** კრედოს ჩაცმის ეტიკეტის დაცვა.

რა ცოდნა და უნარები გვჭირდება შენგან:

** უმაღლესი განათლება/სტუდენტის სტატუსი;
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობისა გრძნობა;
** გუნდურობა;
** პროაქტიულობა.

თუ დაგაინტერესეთ და გაქვს შენი თავის იმედი გამოაგზავნე შენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cv@credo.ge ან შეავსე სააპლიკაციო ფორმა და წერილის სათაურში აუცილებლად მიუთითე ვაკანტური პოზიციის დასახელება - განვადების ოფიცერი კასპში / განვადების ოფიცერი ქარელში

განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2018 წლის 11 ოქტომბერი.

#გახდიკრედოელი



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი