Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი
მომწოდებელი: ტერაბანკი
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 25 სექ

სს "ტერაბანკი" თბილისის სადღეღამისო სერვისცენტრში აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე

სამუშაო პირობები:

** სასიამოვნო სამუშო გარემო, სადაც შესაძლებელია მაქსიმალურად გამოავლინოთ თქვენი შესაძლებლობები
** განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობა
** ანაზღაურება: დარიცხული 625 ლარი და 24 საათიან რეჟიმში მუშაობის გამო ყოველთვიური დანამატი

ძირითადი მოვალეობები:

** თანხის შემოტანა/განაღდება/გადარიცხვა (მათ შორის ერთჯერადი გადარიცხვები)
** ფულადი გზავნილების სისტემით ოპერაციების განხორციელება
** ვალუტის გაცვლითი ოპერაციების განხორციელება
** მომხმარებლების ანგარიშების ამონაწერების დადგენილი პროცედურის შესაბამისად მომზადება
** მომხმარებლებისთვის ბანკის პროდუქტების შეთავაზება და კონსულტირება
** სწორი გადამისამართება მომხმარებლის მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** ბანკში მოლარე-ოპერატორად მუშაობის მინიმუმ 6 თვის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ფლობა
** ენები: აუცილებელია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები

მსურველებს გთხოვთ, CV გამოაგზავნოთ მისამართზე: vacancy@terabank.ge. საბუთების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 სექტემბერი, 18:00 სთ.

აპლიკანტების საყურადღებოდ: გთხოვთ, "subject"-ში მიუთითოთ პოზიცია, რომელზეც შემოგაქვთ განაცხადი, სხვა შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი