Jobs.GE



დასახელება: მოლარე-ოპერატორი, გარე მობილური ოპერატორი - ზუგდიდი
მომწოდებელი: კრედიტსერვისი+
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"კრედიტსერვისი+" არის მიკროსაფინანსო ორგანიზაცია, რომელიც ფინანსურ მომსახურებას 1999 წლიდან ეწევა. მისი 30 ფილიალი ფუნქციონირებს საქართველოს მასშტაბით. კომპანია ყოველთვიურად ემსახურება დაახლოებით 120 000 კლიენტს.

მისო "კრედიტსერვისი+" აცხადებს ანაზღაურებად ვაკანსიას შემდეგ თანამდებობებზე ზუგდიდში:

1. მოლარე-ოპერატორი

პოზიციის მიზანი: სერვისცენტრის გაყიდვების ზრდის ხელშეწყობა, მომხმარებლებისათვის მაღალხარისხიანი მომსახურების გაწევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კლიენტის მოთხოვნის შესაბამისად სალაროს ოპერაციების მართვა;
** გაყიდვებში მონაწილეობა - პროდუქტის შეთავაზება და გაყიდვების პროცესის უზრუნველყოფა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** დამამთავრებელი კურსის სტუდენტი (უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად)
** მომსახურებისა და გაყიდვების უნარები;
** კარგად განვითარებული კომუნიკაციური უნარები;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; მათემატიკური უნარები;
** ორგანიზებულობა; დროის ეფექტურად მართვა;
** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** შესაბამისი უზრუნველყოფა.

სამუშაო გრაფიკი: 8 საათიანი სამუშაო დღე: 10:00-19:00; შესვენება: 1სთ.
ანაზღაურება: დღიური + ბონუსი.

2. გარე მობილური ოპერატორი

პოზიციის მიზანი: კომპანიის კლიენტების კვალიფიციური და დროული მომსახურება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** რეგიონის მასშტაბით სასესხო პორტფელის შექმნა/დამუშავება;
** დაგეგმვისა და სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** მსესხებლების გადახდების კონტროლი, ანალიზი;
** მომსახურების პროცესში წარმოქმნილი შეფერხებების იდენტიფიცირება და დროული აღმოფხვრა;
** მომსახურების სტანდარტების დაცვა.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ჩაითვლება უპირატესობად;
** გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** აუცილებელია ავტომობილის მართვის მოწმობა/გამოცდილება.

უნარ-ჩვევები:

** გამართული მეტყველების უნარი;
** შრომისმოყვარე, ენერგიული;
** ინტენსიური დატვირთვის პირობებში მუშაობის უნარი.
** კარგად განვითარებული კომუნიკაციის უნარები;
** ინდივიდუალურად და გუნდში მუშაობის უნარი;
** კომპიუტერული უნარები.

ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი.

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოაგზავნოთ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@creditservice.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი