Jobs.GE



დასახელება: ბელბოი
მომწოდებელი: სასტუმრო City Avenue
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

პრემიუმ კლასის სასტუმრო "City Avenue" აცხადებს ვაკანსიას ბელბოის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლები
ანაზღაურება: ფიქსირებული 400 ლარი (+ ბონუსები).

მოთხოვნები:

** ინგლისური და რუსული ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;
** მოწესრიგებული და თავაზიანი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** სტუმრის დახვედრა და სასტუმრო ოთახამდე მიცილება;
** სტუმრის ბარგის ორგანიზებულად მიტანა/გამოტანა;
** მეგობრული და ეფექტური სერვისის შეთავაზება სტუმრებისთვის;
** სტუმრებთან კომუნიკაცია და მომსახურება მათი მოთხოვნების და საჭიროების მიხედვით;
** ხელმძღვანელობის სხვა დავალებების შესრულება.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვებით უზრუნველყოფას
** ყოველთვიურ დამატებით ბონუსურ ანაზღაურებას
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** მეგობრულ და გუნდურ გარემოს
** ზრდისა და განვითარების ხელშეწყობას.

"სითი გრუპის" სასტუმროების შესახებ დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: City Avenue და City Center

დაინტერესებულმა პირებმა, ვისი უნარები და გამოცდილება შეესაბამება ზემოთ მოცემულ მოთხოვნებს, გამოაგზავნეთ CV მისამართზე: vacancy@cityavenue.ge და წერილის თემის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებებს!



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი