Jobs.GE



დასახელება: ოფისის მენეჯერი
მომწოდებელი: Lion Trans
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"Lion Trans" არის ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ახორციელებს ტვირთების გადაზიდვას მსოფლიოს ნებისმიერი მიმართულებით. უკვე 10 წელია "Lion Trans"-ის  გუნდი წარმატებულად საქმიანობს და დღეს-დღეობით ამიერკავკასიაში მოწინავე პოზიციას იკავებს.

Site: http://lion-trans.com
Fb: https://www.facebook.com/LionTransGeorgia

"Lion Trans" ეძებს კადრს ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო აღწერილობა:

** დოკუმენტაციის მართვის, მათი კლასიფიკაციის მექანიზმის შემუშავება
** პირველადი დოკუმენტაციის შედგენა, დამუშავება და შესაბამისი რეპორტების წარმოება
** საჭირო დოკუმენტაციისა და სხვა ინფორმაციის ადრესატამდე მიწოდების უზრუნველყოფა/მონიტორინგი
** თანამშრომელთათვის საჭირო ინფორმაციის მოძიება და მიწოდება
** ტელეფონის ზარებზე და შემოსულ ელფოსტაზე პასუხი, დაინტერესებული მხარეებისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება
** საქმიანი შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების ადრესატამდე მიცილება
** ყოველდღიური სამუშაო პროცესის ოპტიმიზაციაში მონაწილეობის მიღება
**  სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით თანამშრომლების კოორდინაცია, მათგან საჭირო ინფორმაციის გამოთხოვა
** ოფისის საკანცელარიო და სხვა საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა
** ოფისის მომმარაგებლების, მომსახურების გამწევი კომპანიების/პირების ბაზის წარმოება, პერიოდული განახლება
**  კომპეტენციის ფარგლებში სხვადასხვა კერძო კომპანიებთან და სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა
** კომპანიის თანამშრომლების სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ოფისში ადმინისტრაციულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლამდე გამოცდილება
** უმაღლესი განათლება
** საოფისე პროგრამებში მუშაობის გამოცდილება
** სასურველია ინგლისური და რუსული ენის ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@lion-trans.com  და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი