Jobs.GE



დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: 3D Pharma
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

ფარმაცევტული კომპანია "3D Pharma" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე თბილისსა და რეგიონებში - რუსთავი, გორი, ქუთაისი, ბათუმი.

მოვალეობები:

** ყოველდღიური ვიზიტები ექიმებთან და ფარმაცევტებთან
** კომპანიის მედიკამენტების შესახებ ინფორმაციის წარდგენა
** კომპანიის მედიკამენტების პრომოციისთვის საჭირო სხვა საქმიანობების განხორციელება
** ყოველდღიური რეპორტი

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო ან ფარმაცევტული განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
** შედეგზე ორიენტირებულობა
** ინიციატივის გამოჩენის უნარი
** ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** კომუნიკაბელურობა
** ორგანიზებულობა
** პუნქტუალობა
** პოზიტიურობა

კომპანია გთავაზობთ მაღალ ანაზღაურებას, სამედიცინო დაზღვევას, სოციალურ პაკეტს (მობილური კავშირი, სატრანსპორტო და სამივლინებო ხარჯების საკომპენსაციო თანხა, ბონუსი).

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ თქვენი CV ფოტოსურათით მისამართზე: ltd3dgeorgia@gmail.com (CV ფოტოსურათის გარეშე არ განიხილება!). გასაუბრებაზე მოწვეული იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი