Jobs.GE



დასახელება: აკადემიური თანამდებობები
მომწოდებელი: წმინდა გიორგის უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 11 სექ / განახლდა: 20 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

"წმინდა გიორგის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი), ასოცირებული პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) და ასისტენტ-პროფესორის (3 ვაკანტური ადგილი) თანამდებობების დასაკავებლად შემდეგ მიმართულებებში:

1. პოლიტიკა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულება: (სრული პროფესორი - 1, ასოცირებული პროფესორი -1 , ასისტენტ-პროფესორი - 1)

** საერთაშორისო ურთიერთობების თეორია;
** საერთაშორისო უსაფრთხოება;
** საქართველოს საგარეო და თავდაცვის პოლიტიკა;
** საერთაშორისო ტერორიზმი;
** პოლიტიკური იდეოლოგიები
** საერთაშორისო პოლიტიკური თეორიები

2. ეკონომიკის მიმართულება: (სრული პროფესორი - 1, ასოცირებული პროფესორი -1 , ასისტენტ-პროფესორი - 1)

** ეკონომიკა;
** პოლიტიკური ეკონომიკა;
** საჯარო მართვა და ანალიზი;
** ეკონომეტრიკა

3. ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულება: (სრული პროფესორი - 1, ასოცირებული პროფესორი -1 , ასისტენტ-პროფესორი - 1):

** მართვა
** ფინანსები და ბუღალტერია
** მარკეტინგი
** ბიზნესის სამართალი
** საწყისი ბიზნესი - startup/entrepreneurship
** ინოვაციური აზროვნება და მეთოდები.

მოთხოვნები:

პროფესორისთვის:

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 6 წლიანი გამოცდილება.

ასოცირებული პროფესორისთვის:

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორისთვის:

** დოქტორის ხარისხი შესაბამის სფეროში;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში აკადემიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება.

პროფესორის, ასოცირებული პროფესორის და ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება არჩეულ იქნას კვალიფიციური პირი, პროფესიული ნიშნით. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინმებული სწავლის შედეგების გამომუშავების აუცილებელი კომპეტენცია.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:

** CV/რეზიუმე;
** პირადობის მოწმობის ასლი;
** კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობაზე საჭირო დოკუმენტაცია, ხოლო საქართველოში დაცული ხარისხის შემთხვევაში დიპლომის ნოტარიულად დამოწმებული ასლები;
** სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა;
** გამოქვეყნებული სამეცნიერო შრომების სია;
** სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია; (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:

I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა - 11-15 ოქტომბერი;
II ეტაპი - ინტერვიუ - 17-19 ოქტომბერი;
III ეტაპი - გადაწყვეტილების მიღება/გადაწყვეტილების კომუნიკაცია - 22-26 ოქტომბერი.

შესაძლებელი არის რომ წმ გიორგის უნივერსიტეტმა გადაამოწმოს თქვენ მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის სიზუსტე. მხოლოდ იმ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება რომლებიც დაბარებულები იქნებიან ინტერვიუზე.

საბუთების მიღება: 2018 წლის 11 ოქტომბრის ჩათვლით.

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ თქვენი CV ელ. მისამართზე: jobs@stgeorge.ge. საგნის ველში პოზიციის მითითება სავალდებულოა.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი