Jobs.GE



დასახელება: დისტრიბუტორი
მომწოდებელი: მაამო
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

კომპანია "მაამო" სამუშაოდ იწვევს ენერგიულ, კომუნიკაბელურ, აქტიურ, პასუხისმგებლობის მქონე პირებს, რომელთაც აქვთ სურვილი, იმუშაონ დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

ძირითადი მოვალეობები: ახალი ობიექტების მოძიება, პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრა, მოლაპარაკების წარმართვა.

აუცილებელი მოთხოვნები: ბინის უზრუნველყოფაში ჩადება.

ძირითადი მოთხოვნები:

** ასაკი 22-დან 35-წლამდე
** მართვის მოწმობა
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება დისტრიბუტორის თანამდებობაზე; (სასურველია)
** ორიენტირებული გაყიდვების ზრდაზე

პიროვნული მახასიათებლები:

** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი
** შრომისმოყვარე
** კომუნიკაბელური
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა

პირობები:

** მდებარეობა: თბილისი, ცემის ქუჩა 4
** გრაფიკი: სრული დღე
** დასვენება: კვირა
** ხელფასი: ამოღებული თანხის % + ბონუსები
** სამუშაო განაკვეთი: სრული

დაინტერესებულმა პირებმა გადმოაგზავნეთ რეზიუმე ელ.მისამართზე: info.maamo@gmail.com და აუცილებლად საგანში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში ვაკანსია არ განიხილება. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი