Jobs.GE



დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: NP Financials
გამოქვეყნდა: 11 სექ / ბოლო ვადა: 11 ოქტ

შპს "NP Financials" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მისამართი: 0177 თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. 45
ვებ-გვერდი: www.npf.ge

კატეგორია: გაყიდვები 
ადგილმდებარეობა: თბილისი 
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი 
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული 

სამუშაოს მოკლე აღწერა: 

** შეთავაზებების მომზადება 
** პოტენციური მომხმარებლის მოზიდვა და მასთან ურთიერთობა 
** შეხვედრების ორგანიზება 
** პრეზენტაციის მომზადება და მომხმარებლისთვის წარდგენა. 

გაყიდვების მენეჯერი ვალდებულია ზედმიწევნით იცოდეს პროდუქტი, მართოს საკუთარი პორტფელი და მომხმარებელს საჭიროებისამებრ გაუწიოს კონსულტაცია. 

ძირითადი მოვალეობები:
 
** კომპანიის პროდუქციის საფუძვლიანი ცოდნა 
** პოტენციური კლიენტის მოზიდვა-შენარჩუნება/მისი ინტერესის განსაზღვრა 
** გაყიდვების მუდმივი ზრდა 
** არსებულ მომხმარებელთა მომსახურება და სიახლეების შეთავაზება 
** არსებული სამომხმარებლო ბაზების ყოველდღიური განახლება/განვითარება 
** გაწეული სამუშაოს შესახებ კომპანიის მენეჯმენტისთვის ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური ანგარიშის მომზადება. 

ძირითადი მოთხოვნები: 

გამოცდილება: სასურველია გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში მუშაობის გამოცდილება.
 
პიროვნული მახასიათებლები/უნარები: 

** კომუნიკაბელურობა/ორგანიზებულობა/ზეპირი კომუნიკაციის კარგი უნარი 
** პრეზენტაბელურობა/დრეს კოდის ზედმიწევნით დაცვა 
** სხარტი აზროვნების უნარი/არასტანდარტულ სიტუაციებში გამოსავლის ადვილად პოვნის უნარი 
** გუნდური მუშაობის უნარი 
** პროდუქტის ეფექტურად პრეზენტაციის უნარი 
** საოფისე პროგრამების ზედმიწევნით ცოდნა 
** დროის ეფექტურად მართვის უნარი 
** მოლაპარაკების სწორად წარმართვის უნარი 
** პუნქტუალურობა 
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი. 

ხელფასი: 500 ლარი + ბონუსი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ სამოტივაციო წერილი და რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად, შემდეგ ელ.მისამართზე: contact@npf.ge 



ინფორმაციის წყარო: www.jobs.ge - ვაკანსიების, ტრენინგების, გაცვლითი პროგრამების, გრანტებისა და სატენდერო განცხადებების ყველაზე სრული ჩამონათვალი ქართულ ინტერნეტ-სივრცეში.
© 1998-2018 ჯობს.გე. ყველა უფლება დაცულია.
ვებ უზრუნველყოფა: ირაკლი ნასყიდაშვილი